ჩოგბურთი

15:12 | 10.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი დამარცხდა, ფერერიც...

 შანხაის “მასტერზ1000”-ის მესამე წრის მატჩის წინ როჯერ ფედერერმა ჟურნალისტებს განუცხადა, წლეულს ცუდი სეზონი მაქვს, არ მოველოდი თუკი ასე გამიჭირდებოდაო. შვეიცარიელს ცუდი სეზონი რომ აქვს, დღეს ფრანგ გაელ მონფისთან შეხვედრამაც დაადასტურა.

როჯერმა სამსეტიანი პაექრობის შედეგად (4:6, 7:6 (7:5), 3:6) მეოთხედფინალის საგზური მოწინააღმდეგეს “დაუთმო”. მონფისის ანგარიშზე 3 ეისი და 15 ეისია, მის მომდევნო მეტოქეს კი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ფაბიო ფონინის მატჩი გამოავლენს.

მოულოდნელობათა რიგს განეკუთვნება შანხაის ტურნირზე მესამე ნომრად განთესილი ესპანელი დავიდ ფერერის მარცხი გერმანელ ფლორიან მაიერთან. მაიერმა დღეს 6 ეისი, 3 ბრეიკი განახორციელა და ფერერთან პირადი შეხვედრების უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე დაიყვანა (3:4). ნახევარფინალში გასასვლელად მაიერი აფროფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას დაუპირისპირდება.

0.120022