ჩოგბურთი

10:40 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი - ავსტრალიელს მოუგო, ავსტრალიელს შეხვდება

 სადიდსლემო ტურნირების 17-გზის გამარჯვებულმა, სადღეისოდ რეიტინგსიაში მესამე პოზიციაზე მყოფმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობაზე წარმატებული სტარტი აიღო. 33 წლის როჯერმა 4 წლით უმცროს ავსტრალიელს მარინკო მატოშევიჩს 6:3, 6:4, 7:6 მოუგო.

ფედერერ-მატოშევიჩის პაექრობამ 2 საათსა და 6 წუთს გასტანა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში როჯერმა 3 ბრეიკი და 10 ეისი შეასრულა. კარიერის განმავლობაში ფედერერი მეორედ შეხვდა მატოშევიჩს და მეორედაც მოახერხა “მწვანე კონტინენტის” წარმომადგენლის ძლევა.

მეორე წრეში ფედერერი კიდევ ერთ ავსტრალიელს, ამჯერად სამუელ გროტს შეხვდება. გროტმა აშშ-ის ღია ჩემპიონატის სასტარტო ეტაპზე ესპანელ ალბერტ რამოსს მოუგო.

0.116983