ჩოგბურთი

1:37 | 21.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ათწლეულის საუკეთესო ჩოგბურთელია

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) გასული ათწლეულის საუკეთესო მოთამაშედ “დიდი სლემის” ტურნირების 15-გზის გამარჯვებული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დაასახელა.
მეორე ადგილზე ესპანელი რაფაელ ნადალი გავიდა, ხუთეულში კი ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტი და ამერიკელები ანდრე აგასი და ენდი როდიკიც მოხვდნენ.
ათწლეულის გამორჩეული ჩოგბურთელების ჩამონათვალში კიდევ ერთი ამერიკელი პიტ სამპრასი, რუსები მარატ საფინი და ნიკოლაი დავიდენკო, ბრაზილიელი გუსტავო კუერტენი, არგენტინელი დავიდ ნალბანდიანი და ესპანელი ხუან კარლოს ფერეროც შევიდნენ.
წყვილთა შორის ათწლეულის საუკეთესო მოთამაშეებად ამერიკელი ტყუპი ძმები მაიკ და ბობ ბრაიანები აღიარეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086109