ჩოგბურთი

21:29 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი 5 ტურნირის მოგებას გეგმავს

მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა Credit Suisse-ს ინტერვიუ მისცა და ვებგვერდის ჟურნალისტთან საუბრისას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. წლევანდელი წარუმატებელი სეზონის შემდეგ სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორმა შვეიცარიელმა წინასასეზონო მომზადებასა და საასპარეზო გრაფიკში შეტანილ კორექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

“ვარჯიშებზე ბოლომდე კონცენტრირებული ვარ. შარშან სამხრეთ ამერიკაში საგამოფენო შეხვედრებში მივიღე მონაწილეობა, ამჯერად კი ამგვარ პრაქტიკაზე უარი ვთქვი. ახალი სეზონისთვის დუბაიში ვემზადები და ვფიქრობ, აპრილის დასაწყისისთვის ოპტიმალურ ფორმაში შევალ. სეზონს კი ბრისბენში დავიწყებ და შევეცდები ავსტრალიის ღია პირველობას მზადყოფნაში შევხვდე. 2014 წელს ხუთიოდე ტურნირის მოგებას ვვარაუდობ და უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებებზე მინიმუმ ფინალამდე გაღწევას ვაპირებ. რეიტინგი ნაკლებად მაღელვებს, მაგრამ კარგი იქნებოდა მომავალი სეზონი ტოპოთხეულში დამესრულებინა”, - ამბობს როჯერი და დასძენს, რომ ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, აიყვანს თუ არა ახალ მწვრთნელს.

შეგახსენებთ 32 წლის ფედერერმა წლეულს პოლ ანაკონთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა, მეგობრული შეინარჩუნა და სადღეისოდ მას სევერინ ლიუტი დამრიგებლობს. 

0.118537