კალათბურთი

11:57 | 6.03.2013 | ნანახია NaN - ჯერ

ფედერაციის ხელმძღვანელობის და არვიდას საბონისის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არვიდას საბონისსა და აღმასრულებელ დირექტორს პაულიუს მოტეიუნაისს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი ესწრებოდა. შეხდვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტი, რომლის საშუალებითაც შემუშავდება ლიტვისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციების ურთიერთთანამშრომლობის 5 წლიანი გეგმა.

http://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI


პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა:
„შეხვედრას დადებითად შევაფასებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი შედგა და რაც ყველაზე მთავარია, პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა კალათბურთის განვითარების გეგმის  მხარდაჭერის სურვილი. დაიგეგმა და ალბათ რამდენიმე თქვეში საბონისთან ერთად კიდევ ერთხელ შევხვდებით პრემიერ-მინისტრს, სადაც აღნიშნული პროექტი უკვე დასრულებული სახით იქნება წარმოდგენილი და შეუდგებით მის განხორციელებას. ამ შეხვედრამდე კი ჩვენ და სპორტის სამინისტრო ვიმუშავებთ აღნიშნული პროგრამის სრულყოფაზე. არის დეტალები, რომელსაც ჯერ წინასწარ ვერ გათვლი. იგივე თანხების ოდენობას, რადგან ჯერ არ ვიცით, კონკრეტულად რომელი უცხოელი სპეციალისტი, კალათბურთელი თუ მსაჯი ჩაერთვება აღნიშნულ პროგრამაში, რა თანხები დასჭირდება მათ ჩამოყვანას და ასე შემდეგ. რაც მთავარია, პროცესი დაიწყო და მჯერა, რომ აღნიშნული პროგრამით საქართველოში კალათბურთის დონეს რეალურად ავამაღლებთ“.

 

http://www.gbf.ge/news.php?m=news&d=&id=4031


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:05 | 05.11.2020
qomagi (1575)

სეზონში ყველა თამაშს და ყველა ტურნირზე უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებ და ბუნებრივია, რომ ადრე თუ გვიან 1-2 ჩავარდნა იქნება. წარმატებები გიოს, ძალიან მაგარი სპორტსმენი და პიროვნებაა!

08:11 | 05.11.2020
dinamo222 (8587)

გაყიდული თამაში იყო @

0.083628