კალათბურთი

14:48 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერაციის გამგეობა მსაჯებს, კომისრებს და მსაჯ-მდივნებს შეხვდება

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აგრძელებს ქართულ საკალათბურთო საზოგადოებასთან შეხვედრებს. პირველი შეხვედრა 4 ოქტომბერს, ვეტერან კალათბურთელებთან გაიმართა, მორიგი კი 11 ოქტომბერს, მოქმედ და ვეტერან მსაჯებთან, კომისრებთან და მსაჯ-მდივნებთან შედგება. დღეს დადგინდა შეხვედრის დრო და ადგილი: სასტუმრო “რედისონი”, 11 ოქტომბერი, 16:00 საათი. ფედერაციის გამგეობა მოუწოდებს ყველა მოქმედ თუ ყოფილს მსაჯს, კომისარს და მსაჯ-მდივანს, დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას, რომელიც მასმედიისთვის ღია იქნება.

www.gbf.ge

0.122866