ქობულეთში გამართულ ბოლოსწინა ტურის შეხვედრას ბათუმელთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში ისინი უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანს ინარჩუნებდნენ, ხოლო თუ მეტოქის დამარცხებას ვერ მოახერხებდნენ, პარალელურად მიმდინარე მატჩში ბოლნისელთა გამარჯვების შემთხვევაში აჭარლები უმაღლეს ლიგას ვადაზე ადრე ეთხოვებოდნენ. გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ორივე შეხვედრა ფრედ, ერთნაირი ანგარიშით – 2:2 დასრულდა და ჩემპიონატს ინტრიგა ბოლო ტურამდე შეუნარჩუნდა.
მოლოდინის საწინააღმდეგოდ, შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მე-8 წუთზე მათ ანგარიშის გახსნის ჩინებული შესაძლებლობაც მიეცათ. ზამირ ჯანაშია ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე მცველს დაუსხლტა და საჯარიმო მოედანში შესულმა გამიზნული დარტყმაც განახორციელა. ბურთი კარის მარჯვენა ძელმა აისხლიტა, დამატებაზე კი ფოთელებმა ვეღარ ივარგეს. ორი წუთის შემდეგ ისევ ჯანაშია ცდილობდა თავის გამოჩენას, მაგრამ მის დარტყმულს წინ პიცანი აღუდგა. უკრაინელმა გოლკიპერმა ადგილი სწორად შეარჩია და ბურთი ხელებში გააქვავა. მე-13 წუთზე ზამირმა კიდევ ერთხელ იაქტიურა, თუმცა საჯარიმოს მისადგომებიდან მისი ძლიერი გასროლა ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.
ტაიმის მესამედის მიწურულს მასპინძლებიც გამოცოცხლდნენ და პირველი სახიფათო შეტევაც განახორციელეს. მარჯვენა ფრთიდან მუჯირის მოწოდებულ საჯარიმოზე ყველას მეკარის ბაქანთან ჩასაფრებულმა დიასამიძემ დაასწრო და ბურთი ფოთელთა კარისკენ გადაგზავნა, თუმცა სიზუსტემ დააღალატა.
ამის შემდეგ თავის გამოჩენის შანსი კიკნაველიძეს მიეცა. კოშკაძის გადაცემის შემდეგ ბათუმელთა შემტევი ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ კარის ჩარჩოში ბურთის მოხვედრა ვერც მან მოახერხა. აჭარელთა მესამე შეტევა შედეგიანი გამოდგა. კოშკაძე მოედნის ცენტრში ბურთს დაეუფლა და იდეალური გადაცემით ჩიმაკაძე მეკარის პირისპირ გაიყვანა. ბათუმელთა ფორვარდმა თანაგუნდელს ამაგი დაუფასა და ზუსტი დარტყმით ფოთელთა კარის ბადე შეარხია – 1:0.
რამდენიმე წუთში მასპინძლებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. დიდოსტატურად გაისარჯა მუჯირი. ბათუმელთა ვეტერანმა ცრუმოძრაობით ორი მეტოქე ჩამოიცილა და გამიზნული დარტყმაც განახორციელა. ბურთმა კარის მარჯვენა ძელს ახლოს ჩაუქროლა.
მე-40 წუთზე ჩიმაკაძე დუბლის შესრულებას ცდილობდა, როცა იგი მუჯირის ჩაწოდებულს ეფექტური ,,მაკრატელათი” გამოეხმაურა, მაგრამ სტუმართა კარის დალაშქვრა ამჯერად ვეღარ მოახერხა.
ამ დროს კი გოლი საპირისპირო მიმართულებით გავიდა. ფოთელთა ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევის დროს წაბრიამ აჭარელთა საჯარიმოში მაღალი გადაცემა განახორციელა. თანაგუნდელის ჩაწოდებულზე ყველას კვანტალიანმა დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით თანაფარდობა აღადგინა – 1:1.
ტაიმის ბოლო წუთები ისევ მასპინძელთა უპირატესობით გაგრძელდა. 43-ე წუთზე მუჯირის ოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ხარშილაძეც ჩინებულად გაისარჯა და აკრობატულ ნახტომში თავისიანები აშკარა უსიამოვნებისგან იხსნა.
ტაიმის კომპენსირებულ დროში ჩიმაკაძეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ აჭარლები შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გასულიყვნენ, თუმცა მის მიერ ვარდნაში შესრულებულ დარტყმას შედეგი არ მოჰყოლია.
შეხვედრის მეორე ნახევარიც დაახლოებით იგივე სცენარით განვითარდა. თხუთმეტწუთიანი ,,უძრაობის” შემდეგ, მასპინძელთა პირველივე გაელვება შედეგიანი გამოდგა. მარჯვენა ფრთიდან კიკნაველიძის გამოზომილ გადაცემას ჩიმაკაძე გამოეხმაურა და თავური დარტყმით სტუმართა კარის ბადე კიდევ ერთხელ შეარხია – 2:1.
იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, სტუმრებმა შეტევებს მოუხშირეს და 65-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების შანსიც მიეცათ. მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ თანაგუნდელებმა კვანტალიანი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს, მაგრამ მისი შესრულებული ეფექტური თავური დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს. კვანტალიანს მცდელობა სამი წუთის შემდეგ მაინც დაუფასდა, თუმცა ამაში გარკვეულად შემთხვევითობაც დაეხმარა. ფოთელი ფეხბურთელის მიერ დარტყმული საჯარიმოს შემდეგ ბურთი ერთ-ერთ ბათუმელს შეეხო, მიმართულება იცვალა და მოძრაობადაწყებული პიცანი უშანსოდ დატოვა – 2:2.
ბუნებრივია ეს ანგარიში მასპინძლებს არ აწყობდათ და ისინი მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდნენ. ეტყობა, აჭარლებმა ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლეს და დიდი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი შექმნეს. 86-ე წუთზე ფოთელები ზამირ ჯანაშიას სახიფათო თამაშისთვის საჯარიმოს რკალთან დაჯარიმდნენ. მუჯირმა კიკნაველიძეს დაუგორა, რომლის ძლიერი დარტყმა ხარიხას ზევიდან გადაევლო.
მატჩის მიწურულს ბოლნისიდან მიღებული ცნობა გავრცელდა, რომ ,,სიონი”_,,მეტალურგის” შეხვედრა ფრედ დამთავრდა, რაც აჭარლებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსს ერთი-ორად უზრდიდა, თუმცა ბათუმლებმა თამაშის თავიანთ სასარგებლოდ დამთავრება მაინც ვერ მოახერხეს.
აქვე ერთიც უნდა აღვნიშნოთ: კვარაცხელიას საფინალო სასტვენის შემდეგ ფოთელთა გოლკიპერი, რომელმაც შეხვედრა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, აჭარელთა გულშემატკივრების უცენზურო შეძახილებს საპასუხო რეპლიკით გამოეხმაურა. მსაჯებმა ეს ხარშილაძეს არ აპატიეს და ფეხბურთელის ჩემპიონატში მონაწილის ბარათი თბილისში წაიღეს.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:
ალექსანდრე კანტიძე (“ბათუმი”): ,,ბოლო ტურებში ფატალურად არ გვიმართლებს. ამდენი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის. შევეცდებით, რომ ბოლო ტურში ჩვენი შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.”
სოსო ფილია (“კოლხეთი”): ,,ჩვენი ბედი დიდი ხანია რაც გადაწყვეტილია, ამიტომ ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენეთ და შანსი ახალგაზრდებს მივეცით. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და შედეგსაც მიაღწიეს. რაც მთავარია, ფეარ პლეის პრინციპი ბოლომდე დავიცავით. ისე, გულში ცოტა იმედიც გვაქვს, შეიძლება სფფ-მ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაზარდოს და ჩვენც ადგილი შევინარჩუნოთ.”
“დინამო” (ბათუმი) – “კოლხეთი 1913” (ფოთი) 2:2 (1:1)
12 მაისი. ქობულეთი. “ჩელე არენა”. 17:00 სთ. 500 მაყურებელი
“დინამო”: პიცანი, ჟვანია, ფარტენაძე ზვ. ლობჟანიძე, ბ. მახარაძე (ბაჯელიძე 85), ა. მუჯირი (კ), კოშკაძე (თევდორაძე 74), დიასამიძე (გაბუნია 80), ჩიმაკაძე, კიკნაველიძე, მაკარიანი;
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე კანტიძე
“კოლხეთი 1913”: ხარშილაძე, გ. კილასონია (კ), ჩადუნელი, ცხვიტარია, კაკულია, როსინი (კახიძე 64), ზ. ჯანაშია, წაბრია (გულუა 80), რუსია (ქორჩილავა 68), კვანტალიანი, ხოშტარია;
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფილია
გოლები: 1:0 ჩიმაკაძე (29), 1:1 კვანტალიანი (40), 2:1 ჩიმაკაძე (59), 2:2 კვანტალიანი (68);
გაფრთხილება: ზ. ჯანაშია (52), როსინი (63), ბ. მახარაძე (66), ცხვიტარია (88), მუჯირი (90+3);
არბიტრი: ლევან კვარაცხელია
I-VI ადგილებისთვის
ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი) 2:4 (1:3)
გოლი: 1:0 ბესიკ დეკანოიძე (26), 1:1 პეტერ გრაიციარი (38), 1:2 ჩისკო (43), 1:3 გიორგი მერებაშვილი (45), 1:4 კოტო (57), 2:4 ედიკ საჯაია (85)
ზესტაფონი – ზუგდიდი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0, 2:0 თორნიკე გორგიაშვილი (29, 71)
ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი) 5:4 (2:3)
გოლები: 1:0 გიორგი კუხიანიძე (პენ, 13), 2:0 გიორგი ფანცულაია (18), 2:1 ლაშა გვალია (29), 2:2 გიორგი აბურჯანია (34), 2:3 ბაჩანა არაბული (40), 3:3 გრიგოლ დოლიძე (54), 3:4 ბაჩანა არაბული (60), 4:4 გრიგოლ დოლიძე (71), 5:4 გიორგი ფანცულაია (81)
1. | დინამო (თბილისი) | 31 | 23 | 6 | 2 | 82:22 | 75 | |
2. | დილა (გორი) |
31 | 21 | 2 | 8 | 56:26 | 65 | |
3. | ტორპედო (ქუთაისი) | 31 | 18 | 7 | 6 | 53:29 | 61 | |
4. | ჩიხურა (საჩხერე) | 31 | 17 | 6 | 8 | 49:34 | 57 | |
5. | ზესტაფონი | 31 | 12 | 6 | 13 | 34:32 | 42 | |
6. | ზუგდიდი |
31 | 10 | 6 | 15 | 30:48 | 36 |
VII-XII ადგილებისთვის
სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:2 (1:0)
გოლი: 1:0 დავით სვანიძე (7), 1:1 რევაზ გეწაძე (60), 2:1 ლადო ახალაია (86), 2:2 ზვიად ლობჟანიძე (90+1)
დინამო (ბათუმი) – კოლხეთი (ფოთი) 2:2 (1:1)
გოლი: 1:0 ბესიკ ჩიმაკაძე (29), 1:1 შალვა კვანტალიანი (40), 2:1 ბესიკ ჩიმაკაძე (59), 2:2 შალვა კვანტალიანი (68)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 0:0
1. | მეტალურგი (რუსთავი) | 31 | 12 | 8 | 11 | 29:34 | 44 | |
2. | მერანი (მარტვილი) |
31 | 10 | 4 | 17 | 30:49 | 34 | |
3. | ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 31 | 8 | 9 | 14 | 25:40 | 33 | |
4. | სიონი (ბოლნისი) | 31 | 7 | 9 | 15 | 29:50 | 30 | |
5. | დინამო (ბათუმი) | 31 | 7 | 7 | 17 | 38:55 | 28 | |
6. | კოლხეთი (ფოთი) | 31 | 2 | 8 | 21 | 20:56 | 14 |
მეგოლეები:
22 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)
19 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
16 - საბა ლომია (1, “მერანი”)
14 – ალვარო (“დინამო” თბილისი)
12 - ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი)
11 - ირაკლი მოდებაძე (3, “დილა”)
10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
9 - ლევან ხმალაძე (“დინამო”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”)
8 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”)
7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი მერებაშვილი (ორივე -“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე, ნიკო კვასხვაძე (ორივე -“ჩიხურა”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი კუხიანიძე (4, “ტორპედო”)
6 – ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”), მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა"), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)
5 - რომან ახალკაცი (“მეტალურგი”), ნათან ჟუნიორი, ბაჩანა არაბული (ორივე - “დილა”), სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი), შალვა კვანტალიანი (“კოლხეთი”)
4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი, გრიგოლ დოლიძე (ორივე - “ტორპედო”), ნიკა დიასამიძე, აკაკი მიკუჩაძე (3, “სიონი”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”), რევაზ გოცირიძე (“ჩიხურა”)
3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი, ზვიად სიხარულია (ყველა - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ლაშა გვალია (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი, ბექა ტუღუში, გიორგი ფანცულაია (ყველა - “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე, ამირან მუჯირი (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი (“კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (ორივე - “ჩიხურა”), ირაკლი კლიმიაშვილი, დავით სვანიძე, (ორივე - “სიონი”)
2 – პეტერ გრაიციარი (“დინამო” თბილისი), ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი, ბოტი გოა დემელი (ყველა – “ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე, ვალერი იობაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე, გოგი ფიფია, რევაზ გეწაძე, ზურაბ მენთეშაშვილი (ყველა - “მეტალურგი”), მიხეილ გორელიშვილი, დათო კვირკველია (1) (ყველა - “დილა”), პაატა ცხვიტარია, გიორგი ბუხაიძე (1), ომარ გოგონაია (ყველა - “კოლხეთი”), ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, გიგა ჟვანია (ყველა - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე, გურამ ადამაძე, გიორგი ვასაძე, გიორგი ჯანელიძე, ლევან კუხალეიშვილი, ირაკლი ღიბრაძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), ვლადიმერ უგრეხელიძე, გიორგი მანწკავა (ყველა - “სიონი”), ლაშა ჩიკვაიძე (“ჩიხურა”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, დათა სიჭინავა, პაპუნა ფონიავა (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი, გიორგი გველესიანი, კარლეს კოტო (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია, ლადო ახალაია, (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე, გიორგი რეხვიაშვილი (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ოთარ ჯავაშვილი (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე, გიორგი აბურჯანია (ყველა - “დილა”), ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, ვიტორ როსინი (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია, ალექსანდრე კოშკაძე, ვაჟა ქორიძე (ყველა - “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)
ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი, გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა