ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და პოლონელი კატარჟინა პიტერის წყვილი საფრანგეთის ღია პირველობას მე-2 რაუნდში გამოეთიშა.
”როლან გაროსის” 1/16-ფინალში ოქსანამ და კატარჟინამ მე-4 ნომრად განთესილ ჩეხ კვეტა პეშკეს და სლოვენიელ კატარინა სრებოტნიკს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, 6:7 (2:7), 4:6 დამარცხდნენ.
მატჩი საათსა და 42 წუთს გაგრძელდა და აღსანიშნავია, რომ ქართულ პოლონურ დუეტს მეტი ბრეიკ-პოინტი (12 11-ს პირისპირ) ჰქონდა, თუმცა, გადამწყვეტ მომენტებში მეტოქეებმა უფრო ზუსტად ითამაშეს.
კალაშნიკოვამ და პიტერმა პარიზში 130-130 ქულა გამოიმუშავეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბასკები წინ!
სანმამესი საიდან მოიტანეთ ანოეტაზე თამაშობს ბილბაო სანამ ახალი სტადიონი დამთვარდება
თამაში სოსიედადის სატდიონზე "ანოეტაზე" გაიმართა "სან მამესზე" კი არა....
jofrey
)
ოსასუნა არ არის ბასკური გუნდი და ძალით დაეწერათ?
ხო მარა ხშირად მაგენსაც ბასკებად თვლიან იმიტო რო ნავარაშიც უმეტესობა ბასკებია
,,ბასკებმა თითო ტაიმში თითო გოლი იკმარეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს" - თქვენი აზრით ოსასუნა კატალონიის ან კასტილიის გუნდია? თუ ოსასუნა ბასკეთის წარმომადგენლად აღარ ითვლება?
მე როგორც ვიცი ბასკებს მხოლოდ ორი გუნდი ჰყავთ ბილბაო და სოსიედადი...
)
ოსასუნა პამპლონის გუნდია, ბასკეთის მეზობელი ნავარას პროვინციიდან... მართალია ბასკეთი არაა, მარა ძირითადად იქაც ბასკები ცხოვრობენ