ფეხბურთი

11:28 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფარინოსმა კარიერა დაასრულა

“ვილიარეალის” ტრავმირებულმა ნახევარმცველმა სესარ ფარინოსმა საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 35 წლის ესპანელმა უკანასკნელი მატჩი 2013 წლის მარტში ჩაატარა და მას შემდეგ უქმადაა.

“ვილიარეალის” თითოეულ წევრს უდიდეს მადლობას ვუხდი თანადგომისთვის. გულშემატკივრები ყოველთვის თბილად მექცეოდნენ. ეს ყველაფერი სამუდამოდ დამამახსოვრდება”, - განუცხადა ფარინოსმა “ვილიარეალის” ოფიციალურ საიტს.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანი ნახევარმცველი ბუცების ლურსმანზე დაკიდებას დეკემბერში გეგმავდა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელი დარჩენაზე დაიყოლია. 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093911