გელზენკირხენის “შალკეს” პერუელი შემტევი ჯეფერსონ ფარფანი მიიჩნევს, რომ მის გუნდს მადრიდის “რეალის” ჩემპიონთა ლიგიდან გამოგდება შეუძლია.
“შალკე” და “რეალი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შეხვდებიან. წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად მადრიდელები ითვლებიან, მაგრამ ფარფანი ამ აზრს არ იზიარებს.
“რეალი”? მადრიდელებს ფავორიტად არ ჩავთვლიდი. ჩვენც კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლა შეუძლია. ფეხბუთში ყველაფერია შესაძლებელი.” – აცხადებს ჯეფერსონ ფარფანი.