ფეხბურთი

15:48 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფარცვანია “ვოლინში” ითამაშებს

თემურ ფარცვანია კარიერას უკრაინის პრემიერლიგის კლუბ ლუცკის “ვოლინში” გააგრძელებს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ვოლინის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

22 წლის ფეხბურთელმა, რომელიც აქამდე “ვოლინში” ისინჯებოდა, ლუცკელებთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის დეტალები არ გახმაურებულა.

განვლილ სეზონში ფარცვანია ზაპოროჟიეს “მეტალურგში” თამაშობდა, სადაც კიევის “დინამომ” გაანათხოვრა. ზაპოროჟიელთა რიგებში მან 7 მატჩი ჩაატარა. სეზონის დასრულების შემდეგ, ფარცვანიას კიეველებთან კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ახალ გუნდში ის 91-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.


0.118418