ბრილიანტის ლიგის მეშვიდე, ბირმინგემული ეტაპის ყველაზე ხმაურიან მოვლენად სომალიური წარმომავლობის ბრიტანელი სტაიერის, მო ფარას გამარჯვება იქცა.
30 წლის ფარამ, რომელიც ლონდონის ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებული (5000 მ და 10000 მ) და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია (5000 მ), 5000 მეტრზე რბენაში ლიგის წლევანდელ ეთიოპელ ლიდერებს, იენევ ალამირევსა და ჰაგოს გებრჰივეტს, უდაძაბულეს ტაქტიკურ ბრძოლაში, უკანასკნელ წრეზე განხორციელებული საოცარი აჩქარების წყალობით აჯობა და აღტაცებაში მოიყვანა ლამის პირთამდე გადავსებული “ელიგზანდერ სტეიდიემი”.
ბრიტანელებმა ამ დღეს საერთოდაც რიგიანად იასპარეზეს და ერთ-ერთმა მათგანმა, 400 მეტრზე რბენაში პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულმა და შარშანდელი თამაშების ვერცხლისმედალოსანმა კრისტინ ოჰურუგუმ, ამ დისტანციაზე წლევანდელი სეზონის უპირობო ლიდერს, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ამანტლე მონტშოს აჯობა. 29 წლის ბრიტანელმა თავის კბილა ბოტსვანელს, რომელსაც წლეულს ლიგის სამ ეტაპზე ემარჯვა, უკანასკნელ 80-მეტრიან მონაკვეთზე წამის მეასედით გადაასწრო – 50,63.
წლეულს პირველი მარცხი იწვნია ორგზის (2008, 2012) ოლიმპიურმა და 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონმა 200 მეტრზე რბენაში შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა. 26 წლის იამაიკელმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ზედიზედ ექვსი გარბენი მოეგო, 200 მეტრზე ნიგერიელ ბლესინგ ოკაგბარესთან დათმო. 100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ამერიკელმა კარმელიტა ჯიტერმა დისტანცია მხოლოდ მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარცხი განიცადა 100 მეტრზე თარჯრბენში მოქმედმა ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა, ავსტრალიელმა სალი პირსონმა, რომელმაც სამეულში მოხვედრაც ვერ შეძლო. ეს არც არის გასაკვირი – პირსონი, ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, სარბიელს ახლახანს დაუბრუნდა. გარბენი კი 29 წლის ამერიკელმა, 2008 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა დონ ჰარპერ-ნელსონმა მოიგო, ვისთვისაც ეს წლეულს უკვე მესამე გამარჯვებაა.
სამეულებს მიღმა დარჩნენ ასევე ოლიმპიური ჩემპიონები, ამერიკელი არიეს მერიტი (2012 – 110 მ თარჯრბენი) და დომინიკელი ფელიქს სანჩესი (2004, 2012 – 400 მ თარჯრბენი). მერიტმა არც ისე დიდი ხნის წინ ტრავმა გადაიტანა და, ამდენად, სასურველ ფორმაში ვერ არის. გარბენში, რომელიც ძირითად პროგრამაში არ შედიოდა, ის 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონთან, ბარბადოსელ რაიან ბრეტუაიტთან დამარცხდა – 13,13 და 13,22. რაც შეეხება სანჩესს, მან 400 მეტრზე თარჯრბენში მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა. გამარჯვება კი ლონდონის თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს, პუერტო რიკოელ ხავიერ კულსონს ხვდა წილად. ლიგის წლევანდელი ლიდერი და შარშანდელი ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ამერიკელი მაიკლ ტინსლი ფინიშთან მესამე მივიდა.
ეტაპის რეკორდი მხოლოდ ორ სახეობაში გაუმჯობესდა – ქალთა შორის 3000 მეტრზე სტიპლჩეიზში კენიელმა მილცა ჩემოსმა ეთიოპელ მეტოქეებთან რკენაში იმარჯვა და წლეულს (რომის შემდეგ) ლიგაში მეორე ეტაპი მოიგო - 9.17,43, ხოლო უკრაინელი სიმაღლეზე მხტომელი ბოგდან ბონდარენკო 2,36 მეტრზე შემოდებულ თამასას გადაევლო, რითაც ლეგენდარული კუბელის, ხავიერ სოტომაიორის მიერ 20 წლის წინ დამყარებული ეტაპის რეკორდი გაიმეორა.
წლის საუკეთესო შედეგის ჩვენებასთან ყველაზე ახლოს იყო ამერიკელი სამმხტომელი კრისტიან ტეილორი. 23 წლის მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც სწორედ ბირმინგემში ცხოვრობს, 17 მეტრსა და 66 სანტიმეტრზე გადახტა და 3 სმ-ით ჩამორჩა კუბელი პედრო პაბლო პიჩარდოს მიერ ივნისის დასაწყისში ნაჩვენებ შედეგს.
ლიგაში დაუმარცხებელ ასპარეზობას განაგრძობენ ეთიოპიელი 1500 მეტრზე მორბენალი აბება არეგავი და ხორვატი ბადროს მტყორცნელი სანდრა პერკოვიჩი – მათ ანგარიშზე უკვე 4-4 გამარჯვებაა.
შუბოსან კაცთა შეჯიბრში ლიგის ჩეხი ლიდერი ვიტეზსლავ ვესელი ეტაპს მხრის ტრავმის გამო დააკლდა და მის არყოფნაში ორგზის (2004, 2008) ოლიმპიურმა და 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ნორვეგიელმა ანდრეას თორკილდსენმა სეზონის მეორე გამარჯვება მიითვალა.
ქალ ჭოკით მხტომელთა შორის კი შარშანდელი ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა კუბელმა იარისლეი სილვამ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ამერიკელ ჯენიფერ სურსა და მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ბრაზილიელ ფაბიანა მურერს სძლია და წელს ლიგაში პირველად იმარჯვა.
ლიგის მომდევნო, მე-8 ეტაპი ლოზანაში, 4 ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ბრილიანტის ლიგაში შეჯიბრებები 32 დისციპლინაში, 14 ეტაპად ტარდება; აქედან თითოეულ დისციპლინას 7 ეტაპი ეთმობა. რიგით ეტაპზე გამარჯვებულ სპორტსმენს 4 ქულა ერიცხება, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, შესაბამისად, 2 და 1., ხოლო დისციპლინის ფინალურ ეტაპზე ქულები ორმაგდება - 1. - 8, 2. - 4, 3. - 2. ლიგის გამარჯვებული ის სპორტსმენი ხდება, რომელიც ყველაზე მეტ ქულას აგროვებს. გამარჯვებულს 40 ათასი დოლარი და ბრილიანტის ჯილდო ერგება.
ბრილიანტის ლიგა. 2013
მე-7 ეტაპი. 30 ივნისი. ბირმინგემი
(ერ – ეტაპის რეკორდი)
კაცები
ბირთვის კვრა
1. რიზ ჰოფა (აშშ) 21,34
2. რაიან უაიტინგი (აშშ) 20,89
3. ლადისლავ პრაშილი (ჩეხეთი) 20,76
საერთო ჩათვლა
1. უაიტინგი - 10 ქულა
2. ჰოფა - 7 ქ
3. დავიდ შტორლი (გერმანია) – 4 ქ
4. კორი მარტინი (აშშ) – 3 ქ
5. ხერმან ლუხან ლაურო (არგენტინა) – 2 ქ
6. დილან არმსტრონგი (კანადა) – 1 ქ
6. პრაშილი - 1 ქ
შუბის ტყორცნა
1. ანდრეას თორკილდსენი (ნორვეგია) 83,94
2. არი მანიო (ფინეთი) 83,26
2. დმიტრი ტარაბინი (რუსეთი) 81,72
საერთო ჩათვლა
1. ვიტეზსლავ ვესელი (ჩეხეთი) – 10 ქულა
2. ტერო პიტკემეკი (ფინეთი) – 8 ქ
3. თორკილდსენი - 5 ქ
4. მანიო - 2 ქ
4. ტარაბინი - 2 ქ
6, ტომას რიოლერი (გერმანია) – 1 ქ
სამხტომი
1. კრისტიან ტეილორი (აშშ) 17,66
2. ტედი ტამგო (საფრანგეთი) 17,47
3. იოან რაპინიე (საფრანგეთი) 16,88
საერთო ჩათვლა
1. ტეილორი – 14 ქულა
2. ბენჟამენ კომპაორე (საფრანგეთი) – 6 ქ
3. ტამგო - 3 ქ
4. დანიელე გრეკო (იტალია) – 2 ქ
5. ალეკსეი ფიოდოროვი (რუსეთი) – 1 ქ
5. რაპინიე - 1 ქ
5. გაეტან საკუ ბაფუანგა (საფრანგეთი) – 1 ქ
სიგრძეზე ხტომა
1. ალეკსანდრ მენკოვი (რუსეთი) 8,27
2. გრეგ რეზერფორდი (ბრიტანეთი) 8,11
3. კრის ტომლინსონი (ბრიტანეთი) 7,97
საერთო ჩათვლა
1. მენკოვი – 10 ქულა
2. ლი ჩინჩე (ჩინეთი) – 4 ქ
3. რეზერფორდი – 4 ქ
4. მაურო ვინისიუს და სილვა (ბრაზილია) – 2 ქ
5. ტომლინსონი - 1 ქ
სიმაღლეზე ხტომა
1. ბოგდან ბონდარენკო (უკრაინა) 2,36 ერ
2. ერიკ კაინარდი (აშშ) 2,34
3. რობი გრაბარზი (ბრიტანეთი) 2,31
საერთო ჩათვლა
1. მუტაზ ესა ბარშიმი (ყატარი) - 10 ქულა
1. ბონდარენკო – 10 ქ
3. კაინარდი - 4 ქ
4. დერეკ დრუინი (კანადა) – 1 ქ
4. გრაბარზი - 1 ქ
4. ალეკსანდრ შუსტოვი (რუსეთი) – 1 ქ
4. ჩან გუოვეი (ჩინეთი) – 1 ქ
100 მ.
1. ნესტა კარტერი (იამაიკა) 9,99
2. ჯეიმს დასაოლუ (ბრიტანეთი) 10,03
3. კიმ კოლინზი (სენტ კიტსი და ნევისი) 10,06
საერთო ჩათვლა
1. ჯასტინ გეტლინი (აშშ) - 8 ქულა
2. კარტერი - 5 ქ
3. ტაისონ გეი (აშშ) – 4 ქ
4. რაიან ბეილი (აშშ) – 2 ქ
4. უსაინ ბოლტი (იამაიკა) – 2 ქ
4. დასაოლუ - 2 ქ
4. მაიკლ როჯერსი (აშშ) – 2 ქ
8. კესტონ ბლედმენი (ტრინიდადი) – 1 ქ
8. კოლინზი - 1 ქ
8. ჯიმი ვიკო (საფრანგეთი) - 1 ქ
400 მ. თარჯრბენი
1. ხავიერ კულსონი (პუერტო რიკო) 48,59
2. რის უილიამსი (ბრიტანეთი) 48,93
3. მაიკლ ტინსლი (აშშ) 48,94
საერთო ჩათვლა
1. ტინსლი – 9 ქულა
2. კულსონი - 8 ქ
3. ჯონი დაჩი (აშშ) – 5 ქ
4. ბერშონ ჯეკსონი (აშშ) – 2 ქ
4. უილიამსი - 2 ქ
6. კორნელ ფრედერიკსი (სარ) – 1 ქ
6. მამადუ კასე ჰანი (სენეგალი) – 1 ქ
800 მ.
1. მოჰამედ ამანი (ეთიოპია) 1.45,18
2. ანდრე ოლივიე (სარ) 1.45,64
3. ენდრიუ ოსაგიე (ბრიტანეთი) 1.45,80
საერთო ჩათვლა
1. ამანი - 10 ქულა
2. დევიდ რუდიშა (კენია) - 8 ქ
3. ოლივიე – 3 ქ
3. ოსაგიე - 3 ქ
5. პიერ-ამბრუაზ ბოსი (საფრანგეთი) – 2 ქ
6. ჯობ კინიორი (კენია) – 1 ქ
6. ტიმოტი კიტუმი (კენია) – 1 ქ
5000 მ.
1. მო ფარა (ბრიტანეთი) 13.14,24
2. იენევ ალამირევი (ეთიოპია) 13.14,71
3. ჰაგოს გებრჰივეტი (ეთიოპია) 13.17,11
საერთო ჩათვლა
1. გებრჰივეტი – 11 ქულა
2. ალამირევი – 7 ქ
3. ფარა - 4 ქ
4. ვინსენტ კიპროპ ჩეპკოკი (კენია) – 2 ქ
4. ტომას პკევეი ლონგოსივა (კენია) – 2 ქ
6. იბრაჰიმ ჯეილანი (ეთიოპია) – 1 ქ
6. ისაია კიპლაგატ კოეჩი (კენია) – 1 ქ
ქალები
ბადროს ტყორცნა
1. სანდრა პერკოვიჩი (ხორვატია) 64,32
2. ჯია ლიუის-სმოლვუდი (აშშ) 62,46
3. ანა რიუ (გერმანია) 62,14
საერთო ჩათვლა
1. პერკოვიჩი – 16 ქულა
2. ლიუის-სმოლვუდი - 4 ქ
3. ზინაიდა სენდრიუტე (ლიტვა) – 3 ქ
4. იარელის ბარიოსი (კუბა) – 2 ქ
4. რიუ - 2 ქ
6. მელინა რობერტ-მიშონი (საფრანგეთი) – 1 ქ
ჭოკით ხტომა
1. იარისლეი სილვა (კუბა) 4,73
2. ფაბიანა მურერი (ბრაზილია) 4,63
3. ჯენიფერ სური (აშშ) 4,53
საერთო ჩათვლა
1. სილვა – 5 ქულა
1. სილკე შპიგელბურგი (გერმანია) – 5 ქ
1. სური – 5 ქ
4. ელენა ისინბაევა (რუსეთი) – 4 ქ
5. მურერი – 4 ქ
6. ნიკოლეტა კირიაკოპულუ (საბერძნეთი) – 2 ქ
6. მერი საქსერი (აშშ) – 2 ქ
8. ანა როგოვსკა (პოლონეთი) – 1 ქ
100 მ. თარჯრბენი
1. დონ ჰარპერ-ნელსონი (აშშ) 12,64
2. კელი უელსი (აშშ) 12,67
3. ტიფანი პორტერი (ბრიტანეთი) 12,72
საერთო ჩათვლა
1. ჰარპერ-ნელსონი – 12 ქულა
2. პორტერი - 5 ქ
3. უელსი - 4 ქ
4. სარა აერტსი (ბელგია) – 2 ქ
4. ლოლო ჯონსი (აშშ) – 2 ქ
6. ვირჯინია კროუფორდი (აშშ) – 1 ქ
6. ქუინ ჰარისონი (აშშ) – 1 ქ
6. ბეატე შროტი (ავსტრია) – 1 ქ
200 მ
1. ბლესინგ ოკაგბარე (ნიგერია) 22,55
2. შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა) 22,72
3. ივეტ ლალოვა (ბულგარეთი) 23,02
საერთო ჩათვლა
1. ფრეიზერ-პრაისი - 6 ქულა
2. მიურიელ აურე (კოტ დ’ივუარი) – 4 ქ
2. ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი (იამაიკა) – 4 ქ
2. ოკაგბარე - 4 ქ
5. ელისონ ფელიქსი (აშშ) - 2 ქ
5. ლალოვა - 2 ქ
5. ანიშა მაკლაფლინი (აშშ) – 2 ქ
5. შერონ სიმპსონი (იამაიკა) – 2 ქ
9. შალონდა ზოლომონი (აშშ) – 1 ქ
9. მირიამ სუმარი (საფრანგეთი) – 1 ქ
400 მ
1. კრისტინ ოჰურუგუ (ბრიტანეთი) 50,63
2. ამანტლე მონტშო (ბოტსვანა) 50,64
3. ნოვლინ უილიამს-მილსი (იამაიკა) 51,03
საერთო ჩათვლა
1. მონტშო – 14 ქულა
2. ოჰურუგუ - 5 ქ
3. ნატაშა ჰასტინგსი (აშშ) - 3 ქ
3. ფრანსინა მაკკორორი (აშშ) – 3 ქ
5. ელისონ ფელიქსი (აშშ) – 2 ქ
6. უილიამს-მილსი - 1 ქ
1500 მ.
1. აბება არეგავი (შვედეთი) 4.03,70
2. ნენსი ჯებეტ ლანგატი (კენია) 4.04,53
3. ეკატერინა შარმინა (რუსეთი) 4.04,55
საერთო ჩათვლა
1. არეგავი – 16 ქულა
2. გენზებე დიბაბა (ეთიოპია) - 3 ქ
3. ფაით ჩეპნგეტიჩ კიპიეგონი (კენია) - 2 ქ
3. ლანგატი - 2 ქ
3. ჰელენ ობირი (კენია) – 2 ქ
6. ბრენდა მარტინესი (აშშ) – 1 ქ
6. შარმინა - 1 ქ
6. ჯენი სიმპსონი (აშშ) – 1 ქ
3000 მ. სტიპლჩეიზი
1. მილცა ჩემოსი (კენია) 9.17,43 ერ
2. სოფია ასეფა (ეთიოპია) 9.17,97
3. ჰივოტ აიალევი (ეთიოპია) 9.18,83
საერთო ჩათვლა
1. ლიდია ჩეპკურუი (კენია) - 10 ქულა
2. ჩემოსი - 8 ქ
3. ასეფა - 6 ქ
4. აიალევი - 2 ქ
4. ეტენეშ დირო ნედა (ეთიოპია) – 2 ქ