ბოლო წლებში “ლივერპულს” “უაით ჰარტ ლეინზე” კარგი მაჩვენებლები არ აქვს, ძირითადად აგებდა ხოლმე. წლეულს ამას სტივენ ჯერარდის ტრავმაც დაემატა და ტოტენჰემელთა მთავარი ამოცანა ალბათ ლუის სუარესის “ამოკეტვა” იყო, დანრაჩენი კი…მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა, ურუგვაელმა თავად დუბლი მიითვალა, თანაც ფლანაგანსა და სტერლინგსაც გაატანინა. “ლივერპულის” წლევანდელი წარმატებული თამაშის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო დაცვის კარგი თამაშია. შარშანდელთან შედარებაც არ შეიძლება. სუარესი კი საუკეთესო სეზონს ატარებს. პირველი მან ჯორდან ჰენდერსონთან გათანმაშებული კომბინაციის შემდეგ გაიტანა. ტაიმის მიწურულს იმავე ჰენდერსონმა გააორა და პირველი ტაიმიც ასე დამთავრდა. 63-ე წუთზე კი მასპინძელთა ბრაზილიელმა პაულინიომ სუარესს წიხლი ჩაარტყა მკერდში და წითელი ბარათი მიიღო. ვინც რეპორტაჟს უყურა, ალბათ შეამჩნევდა ამ მომენტში ვილაშ-ბოაშის გამომეტყველებას – გაოგნებული იდგა ლონდონელთა პორტუგალიელი დამრიგებელი. ინტუიციამ არ უმტყუნა, ამის შემდეგ სტუმართა შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. ლივერპულელებს ერთი-მეორეს მიყოლებით გაჰქონდათ გოლები და ტრიბუნაზე მჯდომი ლეგენდარული კენი დალგლიშიც კი აღაფრთოვანეს. როგორია? ბოლო სამ ტურში მერსისაიდელებმა ჯერ “ნორვიჩს” მოუგეს - 5:1, შემდეგ “ვესტ ჰემს” -4:1 და ახლა “ტოტენჰემს” - 5:0. მართლაც ფანტასტიკური მაჩვენებელია.
Aახლა კი ლივერპულელებს მოვუსმინოთ.
Bბრენდან როჯერსი: “დღეს უმაღლესი კლასის ფეხბურთი ვითამაშეთ. ჯერარდის და სტარიჯის გარეშე დავამტკიცეთ, რომ გუნდურად თამაშიც ჩინებულად შეგვიძლია. ხუთჯერ გავიტანეთ, თუმცა გაცილებით მეტის გატანა შეგვეძლო.”
სტივენ ჯერარდი: “დიდებული მატჩი იყო. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. ახლა მეორე ადგილზე ვართ, თუმცა, ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეგვიძლია.”
Lლუის სუარესი: “ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩემი მოვალეობა გოლების გატანაა, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია გუნდური წარმატება. გამიხარდა დღეს კაპიტნობა რომ მომანდეს, მაგრამ ნამდვილი კაპიტანი სტივენ ჯერარდია.”
“მანჩესტერ იუნაიტედს” 4 ტური აღარ მოეგო პრემიერლიგაში. ამასობაში კი მთელი თვე გავიდა. და აი, როგორც იქნა, მოიესის შეგირდებმა ისეთი ფეხბურთი ითამაშეს, როგორსაც მათგან დიდი ხანია ელიან. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სადებიუტო წუთებს, როდესაც 3 წუთის ინტერვალში დენი უელბეკმა დუბლი შეასრულა და მასპინძლები შოკში ჩააგდო. ბირმინგემელებს ხანდახან რაღაც კომბინაციები გამოსდიოდათ, თუმცა დე ხეა სერიოზულად მაინც არ შეუწუხებიათ. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ტომ კლევერლიმ მესამე გოლი გაიტანა და ამით გამარჯვებულის საკითხი საბოლოოდ მოხსნა. მის შემდეგ “ეშმაკუნებმა” შეტევებს უკლეს და მშვიდად, კლასის ხარჯზე მიიყვანეს თამაში მათთვის სასურველ დასასრულამდე. კარგად ვითამაშეთ. ეგ არის, სამ გოლზე მეტი უნდა გაგვეტანაო – თქვა მერე მოიესმა.
Aასტონ ვილა – მანჩესტერი 0:3 (0:2)
Bბირმინგემი. “ვილა პარკი.” 42 682
Aასტონ ვილა: გუზანი, ლაუტონი, კლარკი, ბეიკერი, ლუნა, ელ აჰმადი (ბაკუნა 86), ვესტვუდი, ელბრიგტონი, სილა (ვაიმანი 62), აგბონლაჰორი, ბენტეკე (კოზაკი 79)
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
მანჩესტერი: დე ხეა, ევრა, ევანსი, რაფაელი, ჯონსი, ვალენსია, გიგზი (ფლეტჩერი 70), კლევერლი, იანუზაი (იანგი 69), რუნი (ზაჰა 84), უელბეკი
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლები: 0:1, 0:2 უელბეკი (15, 18), 0:3 კლევერლი (52)
გაფრთხილება: აგბონლაჰორი (50), ლაუტონი (65), კლარკი (73), ბეიკერი (78); დე ხეა (50), უელბეკი (78)
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 8(7)-4(5), ჯარიმა: 15-9, კუთხური: 3-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-6
ნორვიჩი – სუონსი 1:1 (1:1)
ნორვიჩი. “ქეროუ როუდი.” 26 876
ნორვიჩი: რადი, ვიტაკერი, ოლსონი, ტერნერი, ბასონგი, ფერი, ჰაუსონი, ჯონსონი, რედმონდი (მერფი 83), ელმანდერი (ბეკიო 76), ჰუპერი
მწვრთნელი: კრის ჰოუტონი
სუონსი: ვორმი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ამატი, დევისი, დე გუზმანი, დაიერი (პოსუელო 44), შელვი, პაბლო ერნანდესი (ლამა 83), მიჩუ (ბონი 75), კანიასი
მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი
გოლები: 0:1 დაიერი (12), 1:1 ჰუპერი (45+4)
გაფრთხილება: კანიასი (55), ვორმი (62), ანხელ რანხელი (64)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 2(10)-0(5), ჯარიმა: 11-11, კუთხური: 8-5, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-2
ტოტენჰემი – ლივერპული 0:5 (0:2)
ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.” 36 069
ტოტენჰემი: ლორისი, დოუსონი, ნოგტონი (ფრაიერსი 46), უოლკერი, ლენონი, დემბელე (თაუნსენდი 60), პაულინიო, კაპო, შადლი, სანდრო (ჰოლტბი 30), სოლდადო
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში
ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, შკრტელი, საკო, ფლანაგანი, ლუკას ლეივა (ლუის ალბერტო 79), ალენი, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (მოზესი 90), სტერლინგი, სუარესი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლები: 0:1 სუარესი (18), 0:2 ჰენდერსონი (40), 0:3 ფლანაგანი (75), 0:4 სუარესი (84), 0:5 სტერლინგი (89)
გაფრთხილება: დოუსონი (27), უოლკერი (43), ჰოლტბი (66)
გაძევება: პაულინიო (63)
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 1(6)-3(7), ჯარიმა: 16-17, კუთხური: 2-9, თამაშგარე: 0-3, სეივი: 5-0
ბომბარდირები:
17 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
13 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
9 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)





