ჭადრაკი

15:23 | 15.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიას მე-3 ადგილი ინდოეთში

ინდოეთის ქალაქ კოლკატაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 3 ქართველი მოჭადრაკე – ლევან ფანცულაია (2605), მერაბ გაგუნაშვილი (2546) და თორნიკე სანიკიძე (2553) თამაშობდა.

ქართველთაგან საუეკეთესო შედეგი ფანცულაიამ აჩვენა, რომელმაც კიდევ ოთხი მონაწილის დარად 7.5 ქულა მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით კი მე-3 ადგილი დაიკავა.

გაგუნაშვილი 6.5 ქულით მე-13 იყო, ხოლო სანიკიძე 6.0 ქულით მე-18 გახლდათ.

კოლკატას ტურნირის გამარჯვებული სომეხი სამველ ტერ-სააკიანი (2562) გახდა. 

0.113281