ქართველ მოჭადრაკეთა ტრიუმფით დასრულდა ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გამართული საერთაშორისო ტურნირი "Mayor's Cup". ლევან ფანცულაიამ (2563) და მიხეილ მჭედლიშვილმა (2645) უზბეკ ფარუხ ამონატოვის (2616) დარად 8.5-8.5 ქულა მოაგროვეს, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით, პირველ-მეორე ადგილები დაიკავეს.
დასკვნით მე-11 ტურში ფანცულაია სწორედ ამონატოვს დაუზავდა, მჭედლიშვილმა კი შავი ფიგურებით ქულა სომეხ ზავენ ანდრიასიანთან (2608) გაიყო. ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე მერაბ გაგუნაშვილმა (2592) თეთრებით ინდოელ ლაქსმანთან (2429) წააგო და 6.5 ქულით 30-ე ადგილზე გავიდა.
მუმბაის პირველობის საპრიზო ფონდი დაახლოებით 28 ათასი დოლარი გახლდათ, საიდანაც ფანცულაიამ 7000-მდე მიიღო, მჭედლიშვილს კი 3500 დოლარი ერგო.