ჭადრაკი

13:49 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდა

ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ვაჟთა გრან-პრის გათამაშებას 5 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით სათავეში ლევან ფანცულაია (2595) ჩაუდგა.

მას ქულით ჩამორჩება 6 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი: ნინო ხომერიკი (2045), ბაჩანა მორჩიაშვილი (2403), ლუკა პაიჭაძე (2557), ზურაბ ჯავახაძე (2456), კონსტანტინე შანავა (2540) და ბელა ხოტენაშვილი (2353).

მე-6 ტურში ხომერიკი ფანცულაიას ეთამაშება, მორჩიაშვილი – პაიჭაძეს, ჯავახაძე – შანავას, ხოლო დავიდ არუთინიანი (2555) – ხოტენაშვილს.

0.115632