ჭადრაკი

2:30 | 7.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია პირველ ადგილს ინარჩუნებს

ინდურ მუმბაიში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის 7 ტურის თავზე პირველ ადგილზე ქართველი ლევან ფანცულაია რჩება, თუმცა, მისდარი მონაგარი ბელარუს ალეკსეი ალეკსანდროვს (2554) გააჩნია.

გასულ ტურში ფანცულაია თეთრი ფიგურებით თანამემამულე მიხეილ მჭედლიშვილს (2632) დაუზავდა და თავი 6.0 ქულას მოუყარა, ამ უკანასკნელმა კი 5.5 ქულით მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა.

5.0-5.0 ქულა გააჩნიათ ლუკა პაიჭაძეს (2544) და მერაბ გაგუნაშვილს (2562), რომელთაც, შესაბამისად, მე-9 და მე-17 პოზიციები უკავიათ. მე-7 ტურში პაიჭაძე მჰამალ ანურაგს (ინდოეთი, 2414) დაუზავდა, გაგუნაშვილი კი – დავით პეტროსიანს (სომხეთი, 2425).

მე-8 ტურში ოთხივე ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით ითამაშებს და ყველა მათგანი ინდოელებს დაუპირისპირდება. ფანცულაია მიშრა სვაიამსს (2457) გაეჯიბრება, მჭედლიშვილი – ბჰუვანეშ რამნატს (2412), გაგუნაშვილი – ვისახს (2340), ხოლო პაიჭაძე – ბახტი კულკარნის (2231).

ბულგარეთის ქალაქ ალბენაში მიმდინარე ტურნირის მე-6 ტურში თამაზ მგელაძე (2198) შავებით მასპინძელ პეტარ დრენჩევს (2487) დაუზავდა და 4.0 ქულით მე-20 საფეხურზე იმყოფება. 86-ე განთესვის მქონე ქართველი მომდევნო პარტიას თეთრებით ასევე ბულგარელი რადოსლავ დიმიტროვის (2450) წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.117304