ინდურ ჰაიდარაბადში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, საქართველოს ნაკრები წევრი ლევან ფანცულაია (2595) მე-4 ადგილზე იმყოფება.
ქართველი მოჭადრაკის აქტივში 9 ტურის შემდეგ 6.5 ქულაა და იგი ლიდერებს – სეტურამანს (ინდოეთი, 2553), ვიდიტს (ინდოეთი, 2582) და პოპოვს (რუსეთი, 2652) 0.5 ქულით ჩამორჩება.
6-6 ქულა აქვთ მერაბ გაგუნაშვილს (2556) და თორნიკე სანიკიძეს (2553), რომელთაც დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, მე-10 და მე-16 პოზიციები უკავიათ.
მე-10 ტურში ფანცულაია შავი ფიგურებით კარტიკეიანს (ინდოეთი, 2444) ეთამაშება, გაგუნაშვილი შავებითვე რზაიევს (აზერბაიჯანი, 2466) გაეჯიბრება, ხოლო სანიკიძე თეთრებით ძალებს ტეჯკუმართან (2452) მოსინჯავს.