ინდოეთის ქალაქ კოლკატაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე 2 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით 10 მონაწილე დაწინაურდა, რომელთა შორის ქართველი ლევან ფანცულაიაც (2606) იმყოფება.
მე-2 ტურში ფანცულაიამ თეთრი ფიგურებით ამერიკელი ჯასტინ სარკარს სძლია, მომდევნო ტურში კი ასევე ერთ-ერთ ლიდერს – ბანგლადეშის წარმომადგენელ ალ-რაკიბ აბდულას (2518) გაეჯიბრება. ამჟამად, დამატებითი მაჩვენებლებით, ფანცულაია მე-7 ადგილზეა.
ჯერჯერობით, ორივე პარტია ყაიმით დაასრულა და 1.0 ქულით 48-ე პოზიციაზე იმყოფება მიხეილ მჭედლიშვილი (2639), რომელსაც ტურნირზე მე-4 განთესვა გააჩნია. მე-2 ტურში მჭედლიშვილი თეთრებით ინდოელ სამეერ კატმალეს (2398) დაუზავდა, შემდეგი დაპირისპირება კი კიდევ ერთ მასპინძელ კრიშნასთან (2317)