ჭადრაკი

0:03 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია და გაგუნაშვილი ლიდერებში გაერივნენ

ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე 4 ტურის თავზე 3.5 ქულით 9 მონაწილე დაწინაურდა, რომელთა შორის 2 ქართველიცაა: ლევან ფანცულაია (2595) და მერაბ გაგუნაშვილი (2556).

მე-4 ტურში ფანცულაიამ თეთრი ფიგურებით პრასად არუნს (ინდოეთი, 2529) სძლია, ხოლო გაგუნაშვილმა შავებით დას ნეელოტპალს (2445) მოუგო. დამატებითი მაჩვენებლებით ლევანი მეექვსეა, ხოლო მერაბი – მეშვიდე.

ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე თორნიკე სანიკიძემ (2553) ყაიმი კუმარ პრავეენთან (ინდოეთი, 2281) გააფორმა და 3.0 ქულით მე-17 ადგილზე გადაინაცვლა.

მე-5 ტურში გაგუნაშვილი ფანცულაიას დაუპირისპირდება, ხოლო სანიკიძე შავი ფიგურებით ძალებს სარდულ გაგარესთან (ინდოეთი, 2449) მოსინჯავს.

ცნობისთვის, ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 3 დეკემბერს დასრულდება. პირველ ნომრად რუსი ივან პოპოვია (2652) განთესილი, ფანცულაია რეიტინგით მეორეა, გაგუნაშვილი – მე-9, ხოლო სანიკიძე – მე-10.

0.114721