ლიგა ერთის ბოლო 4 თამაში, რომელიც რადამელ ფალკაომ ტრავმის გამო გამოტოვა, „მონაკოს“ მშრალად ჰქონდა მოგებული. კოლუმბიელი გუნდს მე-19 ტურში დაუბრუნდა და „მონაკო“ „ვალანსიენთან“ გამართულ საშინაო შეხვედრაში სენსაციურად დამარცხდა.
პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს. 30-ე წუთზე, ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, სუბასიჩმა არადამაჯერებლად ითამაშა, ხოლო ერიკ აბიდალმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
ფალკაო მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდა, მაგრამ მალევე, სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. „ვალანსიენმა“, 58-ე წუთზე, ძალიან კარგი კონტრშეტევა განახორციელა და დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა დუკურტიომ მასპინძლები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.
ფალკაოს გოლით დაბრუნების ძალიან კარგი შანსი 81-ე წუთზე მიეცა, მაგრამ კოლუმბიელმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ცუდად შეასრულა.
ამ ეპიზოდიდან 3 წუთში, თავური დარტყმით, როდრიგესმა ერთი ბურთი კი გაქვითა, მაგრამ „ვალანსიენს“ ბოლო 7 მატჩში პირველად მოგებაში ამან ხელი ვერ შეუშალა.
მონაკო-ვალანსიენი 1:2 (0:1)
მონაკო, “ლუი II”
მონაკო (4-4-2): სუბასიჩი, რაგი (ფერეირა 63), კარვალიო, აბიდალი, კურზავა, მოუტინიო, ტულალანი, როდრიგესი, ობადი, რივიერი (ფალკაო 46), მარტიალი (ოკამპოსი 55).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
ვალანსიენი (4-4-2): პენეტო, მატე, ლალა, კაგელმახერი, სისი, დუკურტიო, ენზა იამისი, დუმბია, მასუაკუ, მელიკსონი (საესი 58), დოსევი (მასამპუ 82).
მწვრთნელი: არიელ იაკობსი.
გოლები: 0:1 აბიდალი (30, ს.კ.), 0:2 დუკურტიო (59), 1:2 როდრიგესი (84).
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ფალკაო 81.
გაფრთხილებები: აბიდალი 71 - ენზა იამისი 14, სისი 51, მატე 67, კაგელმახერი 80, საესი 85.
მსაჯი: ოლივიე ტუალი.
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 20 (11)-5 (4), კუთხური: 13-2, თამაშგარე: 6-5, სეივი: 2-10, ჯარიმა: 10-25.