“მონაკოსა” და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს რადამელ ფალკაოს ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. ფრანგული კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის თასის 1/16-ფინალურ მატჩში მუხლის ჯვარედინა მყესები დაიზიანა და დიდი შანსია ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ვერ შეძლოს.
ფალკაო ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.