ფეხბურთი

17:45 | 10.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაოს “მონაკოში” ეპატიჟებიან

რადამელ ფალკაოს მომავალთან დაკავშირებით ცნობების გავრცელება არ წყდება, ამჯერად, მადრიდის “ატლეტიკოს” კოლუმბიელი თავდამსხმელი ფრანგულ “მონაკოს” დაუკავშირეს.

ესპანური La Sexta-ს ინფორმაციით, “მონაკოს” რუსი მფლობელი დმიტრი რიბოლოვლევი, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს, 200 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს და ამ თანხის ნაწილი ფალკაოს გადაბირებაში დაიხარჯება. იმავე წყაროს ცნობით, ამჟამად საფრანგეთის ლიგა ორში მოთამაშე “მონაკო” ფალკაოს წელიწადში 10 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც კოლუმბიელის ამჟამინდელ გასამრჯელოს მნიშვნელოვნად აღემატება.

როგორც ცნობილია, “მონაკოს” გარდა, ფალკაოს შეძენის სურვილს ლონდონის “ჩელსი” და მადრიდის “რეალი” გამოთქვამენ.

0.131621