კოლუმბიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “მონაკოს” თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ განაცხადა, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი საუცხოოდ მიმდინარეობს და ის ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებს.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აღდგენითი პროცესი საუცხოოდ მიდის. ყოველ დღე თავს უკეთ ვგრძნობ. ეს საშუალებას მაძლევს, რომ კარგად ვიმუშავო და ფიზიკური ფორმა შევინარჩუნო. იმედია, ყველაფერი ასე გაგრძელდება” – იუწყება ფალკაოს სიტყვებს “მონაკოს” ოფიციალური ვებგვერდი.
ფალკაოს მიმდინარე წლის იანვარში ჯვარედინი მყესები გაუწყდა და ოპერაცია გაუკეთეს. თავიდან ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებდა. თუმცა, გამოჯანმრთელების პროცესი კარგად წავიდა და კოლუმბიელი მუნდიალზე ითამაშებს.