ფეხბურთი

1:57 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაოს ბერბატოვი შეცვლის

33 წლის ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატობი “მონაკოში” გადავიდა. ის საფრანგეთის ლიგა ერთში სეზონის ბოლომდე ითამაშებს და რადამელ ფალკაოს შეცვლას შეეცდება.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფალკაო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებდა, “მონაკომ” კოლუმბიელი ვარსკვლავის შემცვლელის ძებნა დაიწყო და საწადელს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მიაღწია. კლაუდიო რანიერის გუნდმა “ფულემის” თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი ინათხოვრა.

ბერბატოვი, რომელსაც სოფიის ცსკა-ში, “ლევერკზენში”, “ტოტენჰემში” და “მანჩესტერში” უთამაშია, “ფულემში 2012 წელს გადავიდა. ლონდონური გუნდის მაისურით მან 53 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

0.117671