ფეხბურთი

15:37 | 29.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაოს "ატლეტიკოსი" არ შურს

 

ფრანგული "მონაკოს" თავდამსხმელი რადამელ ფალკაო აღნიშნავს, რომ ყოფილი კლუბის წარმატების არ შურს.

"მე საერთოდ არ მშურს "ატლეტიკოსი". ძალიან ბედნიერი ვარ მათი წარმატებით. კლუბის წევრებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მათი წარმატება ყოველთვის გამიხარდება. ესპანეთში თამაშის პერიოდმა სასიამოვნო მოგონებები დამიტოვა. ფეხბურთელის ცხოვრებაში ცვლილებები ყოველთვის ხდება და ეს ჩვეულებრივი მომენტია", - განუცხადა Mundo Deportivo-ს კოლუმბიელმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ რადამელ ფალკაომ მადრიდის "ატლეტიკოში" ორი სეზონი გაატარა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგა და სუპერთასი მოიგო.

 

გიორგი ბალახაძე

 

0.123738