ფეხბურთი

21:53 | 18.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაომ ვარჯიში განაახლა

“მონაკოს” კოლუმბიელი ვარსკვლავი რადამელ ფალკაო ვარჯიშს დაუბრუნდა და უახლოეს მომავალში ის სათამაშოდაც მზად იქნება.

მუხლქვედა მყესის ტრავმის გამო, ფალკაოს 24 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. დღეს, კოლუმბიელმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა და თუ L’Equipe-ს დავუჯერებთ, ხვალ ის სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგება.

“მონაკოში” გადასვლის შემდეგ, ფალკაომ საფრანგეთის ლიგა ერთში 14 თამაში ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. მის არყოფნაში, გუნდმა 4 მატჩში ქულათა მაქსიმუმი დაგროვა.

0.11735