მადრიდის “ატლეტიკოს” ვარსკვლავმა რადამელ ფალკაომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მისთვის საუკეთესო ვარიანტი კლუბში დარჩენაა. მოგეხსენებათ, კოლუმბიელს ევროპული ფეხბურთის გრანდები ეპატიჟებიან.
“ატლეტიკოსთან” 3-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ამიტომ, მადრიდში დარჩენა საუკეთესო ვაიანტია. ჩვენი გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილის დაკავებაა. არც “რეალზე” ვფიქრობთ, არც “ბარსელონაზე”. მიზანი ჩვენს მისიებზე კონცენტრირებაა”, - განუცხადა ფალკაომ El Mundo Deportivo-ს.
ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში, ფალკაომ 20 გოლს მოუყარა თავი.