კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "მონაკოს" თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ, ლონდონის "არსენალთან" ამხანაგურ მატჩში, გოლის გატანის გემო გაიხსენა და "მეთოფეები" საკუთარ მოედანზევე დაამარცხა.
მონაკოელთა მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდუ ჟარდიმმა, "ვალენსიასთან" მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად 28 წლის ფეხბურთელი სასატარტო შემადგენლობაში დააყენა და მოედანზე 58 წუთით დატოვა. რადამელ ფალკაომ გამარჯვების მომტანი გოლი 37-ე წუთზე, მოუტინიოს პასის შემდეგ, თავური დარტყმით გაიტანა.
მოგეხსენებათ, ფალკაომ ბოლოს გოლი საფრანგეთის თასზე 22 იანვარს გაიტანა, თუმცა ის მატჩი კოლუმბიელისთვის საბედისწერო აღმოჩნდა _ მიიღო მძიმე ტრავმა და მუნდიალიც გამოტოვა.
"მონაკოს" პირველი ოფიციალური მატჩი 10 აგვისტოს, საფრანგეთის ჩემპიონატში შინ, "ლორიენის" წინააღმდეგ ელოდება.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფალკაოოოო
Golis gemo gaixsena :d gegoneba toresivit weliwadshi 2goli gaaqvs falcaos :d
ფორმის აღდგენა სეთი ტრანმვის მერე ძალიან რთულია, რა გინდოდა მონაკოში? ატლეტიკო 10 თავით არ ჯობია ამ მაჩანჩალა გუნდს
ფლორო ჰე დატრიალდი
))
იმედია ტრავმა აღარ შეაწუხებს და ათამაშდება