ფეხბურთი

14:08 | 18.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო ტრანსფერზე არ ფიქრობს

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა რადამელ ფალკაომ განაცხადა, რომ უახლოეს წლებში, კლუბის შეცვლას არ გეგმავს. კოლუმბიელი მეგოლე მხოლოდ დიეგო სიმეონეს გუნდში წარმატებით თამაშზე ფიქრობს.

“ჩემი ფიქრები მთლიანად “ატლეტიკოს” უკავშირდება. ამ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით მაკავშირებს, შემდეგ კი, ვნახოთ, საჭირო იქნება თუ არა კარიერის სხვაგვარი განვითარება. მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ერთხელ ვამბობ: მხოლოდ “ატლეტიკოზე” ვფიქრობ. ვცდილობ, გავრცელებულ ხმებს ყურადღება არ მივაქციო, რადგან არ მინდა, ეს ჩემს თამაშზე არ აისახოს. “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძვის. ესპანეთის თასის მოგებაც ძალზე მნიშვნელოვანია. თავს მოდუნების უფლებას ვერ მივცემთ. აუცილებელია იმავე განწყობით ვიმუშაოთ, რაც აქამდე გვქონდა”, - განუცხადა თავდამსხმელმა AS-ს.

შეგახსენებთ, რომ ფალკაოსადმი ინტერესს ლონდონის “ჩელსი” იჩენს. 

 

0.124812