კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ლიდერი რადამელ ფალკაო მსოლფიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშის იმედს არ კარგავს.
ფალკაომ, ცოტა ხნის წინათ, მუხლის ჯვარედინა იოგები დაიზიანა და ის ფეხბურთს მინიმუმ 6 თვით ჩამოშორდა. ეს ნიშნავს, რომ 27 წლის თავდამსხმელი ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე ვერ ითამაშებს. თუმცა, თავად ფეხბურთელს სასწაულის სჯერა.
“მხარდამჭერი სიტყვებისთვის მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. არ დავმალავ, რომ მომხდარს ძალიან განვიცდი. გულგატეხილი ვარ. თუმცა, მაინც მჯერა, რომ ჩემს ოცნებას, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშში გამოიხატება, ახდენა უწერია. ღმერთს შეუძლებლის გაკეთება შეუძლია და მე მისი მჯერა.” – ციტირებს ფალკაოს სიტყვებს Goal-ი.