კოლუმბიის ეროვნული ნაკრებისა და “მონაკოს” ტრავმირებული ფორვარდი რადამელ ფალკაო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს. სამხრეთამერიკელის პირადმა ქირურგმა ხოსე კარლოს ნორონიამ განაცხადა, რომ თავდამსხმელის მკურნალობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და სანერვიულო არაფერია.
“ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ ფალკაო ნამდვილად სწორ გზას ადგას. ის ძალიან სწრაფად იბრუნებს ფორმას. მჯერა, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს. კოლუმბიელებს მღელვარების მიზეზი არ აქვთ”, - განუცხადა ნორონიამ L’Equipe-ს.
შეგახსენებთ, რომ ფალკაომ მუხლის მძიმე ტრავმა შემოდგომაზე მიიღო და ექიმთა თავდაპირველი პროგნოზით, თავდამსხმელს მუნდიალი უნდა გამოეტოვებინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაია, კოლუმბია ანგარიშგასაწევი ძალა იქნება
ხაროშ
კაი ინფოააა
))) საცოდაობაა ამ კაცის გარეშე მუნდიალიი
) კარგი ფორვარდია
)
ვაა რა კაია, ადამიანურად მინდა რო ითამაშოს, ფორმის პიკი ასე თუ ისე ამ მუნდიალს ემთხვევა და არ უნდა გამოტოვოს
მიდი მიდი უნდა ითამაშო მუნდიალზე, იბრა რო არ თამაშობს ეგეც საკმარისია.
ეკუთვნის ამ კაცს მუნდიალი
)
თანამედროვეობის საუკეთესო ცენტრფორვარდი
დღესდღეობით მსოფლიოში დამეთანხმები რასაც ქვია ცენრტ არის 4 კავანი,ფალკაო,სუარესი და იბრაჰიმოვიჩი
ამათგან 3 თამაშობს საფრანგეთში და ფალკაო-კავანი ისე დაჩაგრა იბრაჰიმოვიჩმა რო მგონი ფალკაოს თანამედროვეობა ცოტა გადაჭარბებულია,ბაზარი არაა ძალიან მაგარია მაგრამ იბრას ვერ შეედრება ვერავინ თუნდაც სუარესიც
ჩემი აზრით ჯობია ფალკაო იბრას... იბრა უფრო დიდ კვალს დატოვებს ისტორიაში, მაგრამ ფალკაოს რო ვუყურებ უფრო მაგარია რაა ))) ჩემი აზრით...
და უდიდესი შეცდომა დაუშვა გრანდში რო არ წავიდა...
იბრაზე ვერდაგეთანხმები მარა გრანდში რომარწავიდა და შეცდომა რო დაუშვა იმაში გეთანხმები
ჩემი აზრით კი ზლატანს ვერავინ ვერ შეედრება ტიპი საოცრებებს აკეთებს
მაგრად მაინტერესებდა რომელი უფრო მაგარი იქნებოდა 3 საუკეთესოდან და კავანი-ფალკაო ერთად დაჩრდილა იმ ცხოველმა მაგ 2ის საფრანგეთში გადასვლით უფრო მოუმატა
ნუ ეხლა გემოვნებაზე არ დაობენ ფალკაო ძალიან მაგარია მაგრამ იბრა სხვა პლანეტიდანაა
ვა ფსონები სერიოზულად აეწევა ესეც თუ დაბრუნდა ,,კაი გუნდი ყავს კოლუმბიას და ვნახოთ რას იზამ
!!!!!!!!!!!!!!!