ფეხბურთი

13:04 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო “მონაკო” ბრწყინვალე პროექტია

“მონაკოს” კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ ერთ-ერთ ფრანგულ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ კლუბის შეცვლაზე ერთხელაც არ დაფიქრებულა.

“საფრანგეთში თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ და აქედან არსად წასვლა არ მსურს. მით უმეტეს, რომ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. “მონაკო” ბრწყინვალე პროექტია და მიხარია, რომ მასში მეც აქტიურად ვარ ჩართული. მჯერა, წინ დიდი წარმატებები გველის” – განაცხადა ფალკაომ.

0.117062