ფეხბურთი

13:55 | 7.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო: "მინდა, "მანჩესტერს" წარმატება მოვუტანო"

 

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების წევრი, "მონაკოდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" იჯარით გადასული რადამელ ფალკაო, ახალ კლუბში წარმატების მიღწევას იმედოვნებს.

"გასული კვირა დაძაბული გამოდგა. კომფორტული დღეები არ მქონდა, რადგან ყველაფერი შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ, როგორც ბავშვი. ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებამ ძალიან გამახარა და "მანჩესტერშიც" ამაღლებული განწყობით წავალ.

მინდა, ახალ კლუბს ბევრი გოლი და გამარჯვებები მივუძღვნა. კარგ ფორმაში ვარ და ახალ თანაგუნდელებთან ვარჯიშს ველოდები. ვიმედოვნებ, "მანჩესტერში" ჩემი დებიუტი ძალიან მალე მოხდება", _ განაცხადა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა.

 

გიორგი ბალახაძე

0.116346