მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდი რადამელ ფალკაო “მანჩესტერ იუნაიტედში” ჩარიცხვასთან ძალიან ახლოსაა. ესპანური გამოცემების ცნობით, “მანიუსა” და “ატლეტიკოს” ხელმძღვანელებმა წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და სავარაუდოდ მანჩესტერელებმა მადრიდული კლუბის ანგარიშზე სატრანსფერო თანხის ნაწილი უკვე გადარიცხეს კიდეც.
რადამელ ფალკაოს სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევრომდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც “ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, ინგლისელები 55 მილიონის გადახდაზე იყვნენ ყაბულს.
თუ ტრანსფერი მართლაც განხორციელდა, კოლუმბიელი ფორვარდი მანჩესტერში მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ჩავა.