ფეხბურთი

10:39 | 25.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო “ჩელსის” უახლოვდება

ლონდონის “ჩელსი” მადრიდის “ატლეტიკოს” ვარსკვლავის – რადამელ ფალკაოს შეძენასთან ძალზე ახლოსაა. Daily Mail-ის ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკების პროცესი უკანასკნელ სტადიაშია.

არაა გამორიცხული, ტრანსფერი უახლოეს დღეებშივე ოფიციალურად დადასტურდეს. სავარაუდოდ, ლონდონელები კოლუმბიელის სანაცვლოდ 46 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან და “ატლეტიკოში” მეკარე ტიბო კურტუას იჯარით გაუშვებენ. “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგების შემთხვევაში, ფალკაო კვირაში 200 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს, რაც წელიწადში 9.5 მილიონს უდრის.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსისთვის” ფალკაოს ალტერნატივა იტალიური “ნაპოლის” მეგოლე ედინსონ კავანია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112431