კალათბურთი

13:59 | 2.03.2014 | ნანახია 1889 - ჯერ

ფაჩულიას წარუმატებელი სერია

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” თორნიკე შენგელიას ყოფილ კლუბ “ბრუკლინ ნეთსს” უმასპინძლა და 98:107 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ლიგის აუტსაიდერი, რომელიც ბოლო პერიოდში გაცილებით ყოჩაღად გამოიყურება, “ნეთსსაც” მაგრად დაუდგა და მხოლოდ 9 ქულით დამარცხდა.

ქართველი ცენტრი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 14:53 წუთში 2 ქულა, 5 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 1 დაფარება მიითვალა. ფაჩულიამ 5-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა (2-ჯერ დაუფარეს) და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

ერთი უსიამოვნო დეტალიც. “ბაქსის” ბოლო 5 მატჩის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თამაშიდან განხორციელებული 26 ტყორცნიდან 21 ააცილა...

მილუოკელთა მხრიდან 16-16 ქულით კრის მიდლტონი და რამონ სეშნსი გამოირჩნენ, ხოლო “ბრუკლინს” მარკუს ტორნტონმა (25 ქულა) და ენდრიუ ბლატჩმა (19 ქულა, 13 მოხსნა) ულიდერეს.

“ბაქსს” 11 მოგების წილ 47-ე მარცხი მოუგროვდა და კვლავაც ლიგის აუტსაიდერად რჩება. ქართველი კალათბურთელის გუნდს მომდევნო მატჩი კვლავ შინ “იუტა ჯაზთან” ელის. ეს შეხვედრა 4 მარტის დილას შედგება.

 

მილუოკი – ბრუკლინი 98:107 (29:31, 24:24, 19:22, 26:30)

მილუოკი: მიდლტონი (16 ქ.), ნაიტი (14 ქ.), ილიასოვა (11 ქ. 11 მ.), უოლტერსი (7 ქ.), ფაჩულია (2 ქ.); სეშნსი (16 ქ.), ანტეკოუნმპო (12 ქ.), მაიო (9 ქ.), ჰენსონი (6 ქ.), ედრიენი (5 ქ. 10 მ.).

ბრუკლინი: უილიამსი (15 ქ.), ლივინგსტონი (14 ქ.), პირსი (12 ქ. 8 მ.), ჯონსონი (7 ქ.), პლამლი (5 ქ. 7 მ.); ტორნტონი (25 ქ.), ბლატჩი (19 ქ. 13 მ.), კირილენკო (7 ქ.), ტელეტოვიჩი (3 ქ.), ანდერსონი, კოლინზი.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:38 | 02.03.2014
chikovansky91 (2776)

26 დან 21 აცილებული; )))))))) თან ცენტრს; ))))) ეტა უჟე სლიშკამ

18:34 | 02.03.2014
RonnieJamesDio (1976)

დაბერდა ზაზა, ტრავმის მერე როცა დასვენებულია 5-6 თამაში ყოველთვის კარგად თამაშობს, მერე ალბათ ძალები ეცლება და მაგრადაც უკლებს თამაშს, აბა სხვა რისი ბრალია ვერ ვხვდები

18:30 | 02.03.2014
sabonis (9584)

ატლანტიდან არ უნდა წასულიყო თუ მის სურვილზე იყო რა თქმა უნდა.

14:42 | 02.03.2014
tazo_kosta (704)

ზაზა ძირითადს აღარ იმსახურებს უკვე. ჯერ რა პროცენტით ესვრის, თან ვისთან. პლამლისთან,რომელიც პირველ სეზონს ატარებს. 3 დაკარგვა სადღა მოასწრო 14 წუთში. მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და სხვა გუნდში უნდა წასულიყო თუ წავიდოდა ატლანტადან.
აივერსონი დიდების დარბაზში შეიყვანეს. უნიჭიერესი კალათბურთელი

0.067665