კალათბურთი

14:56 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას ოკეანისგაღმური რეკორდი

9 ქულა 10 პასი, 6 მოხსნა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული


ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 11-წლიანი ოკეანისგაღმური კარიერის განმავლობაში, შედეგიანი გადაცემების მხრივ პირადი რეკორდი დაამყარა. მინესოტაში “ტიმბერვულვზთან” წაგებულ მატჩში (101:112) ფაჩულიამ 9 ქულა და 6 მოხსნას 10 პასი წაამატა და “მილუოკი ბაქსის” რიგებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული დაიმსახურა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 27:51 წუთში ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. ზაზამ 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

“შეტევისას საკმარისად სწრაფად ვერ ვმოქმედებდით და მეტოქე დაცვის დაწყობას ახერხებდა, პირიქით კი, ისინი გაცილებით იოლად მოქმედებდნენ. “მინესოტა” ლიგაში ერთ-ერთ ყველაზე მობილირ გუნდად ითვლება. შესაბამისად, მათ არაერთი სწრაფი შეტევა განახორციელეს და იოლი ქულებიც მიითვალეს”, - აღნიშნა ფაჩულიამ თამაშის დასრულების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა პირველი ტაიმი 6 ქულის სხვაობით მოიგეს და ფავორიტად მიჩნეულ მეტოქეს ბოლომდე ტოლსწორად დაუდგნენ, თუმცა, კევინ ლავის (27 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი) და კევინ მარტინის (26 ქულა) წინამძღოლობით, გამარჯვება მაინც მასპინძლებს დარჩათ.

მილუოკელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ბრენდონ ნაიტი გახლდათ 21 ქულით, მის გარდა კი, 10-ქულიან ზღვარს კიდევ ხუთმა კალათბურთელმა უწია. ისიც ვთქვათ, რომ გასულ შეხვედრაში “ბაქსის” მთავარმა მწვრთნელმა სხვადასხვა მიზეზთა გამო, ერსან ილიასოვა, ო ჯეი მაიო და ლარი სანდერსი ვერ დაიხმარა.

13 მოგებით და 51 მარცხით, ფაჩულიას კლუბი როგორც ცენტრალურ დივიზიონში, ასევე მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე რჩება. “მილუოკის” გასვლითი ტურნეს მორიგი შეხვედრა 14 მარტის დილას ზაზას ყოფილ კლუბ “ატლანტა ჰოუქსთან” ელის.

სამწუხაროდ, თამაშის საშუალება კვლავ არ ეძლევა თორნიკე შენგელიას, არადა, დღეს დილით, წესით, მას მოედანზე გასვლის საშუალება მისცემოდა. საქმე ის გახლავთ, “ჩიკაგო ბულზი” “სან ანტონიო სპურზთან” საშინაო შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 28 ქულის სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა, მასპინძელთა თავკაცმა ტომ ტიბოდომ ქართველი ფორვარდი მაინც არ დაასაქმა.

საბოლოოდ, ჩიკაგოელებმა დასკვნით მეოთხედში ანგარიშის შელამაზება მოახერხეს და 96:104 წააგეს, მათ რიგებში კი საუკეთესონი დი ჯეი აუგუსტინი (24 ქულა) და ჯიმი ბატლერი (23 ქულა) იყვნენ. ტეხასელთა მიჯრით მე-7 გამარჯვებაში სოლიდური წვლილი მანუ ჯინობილიმ (22 ქულა), ტონი პარკერმა (20 ქულა, 9 პასი) და კავაი ლეონარდმა (16 ქულა, 9 მოხსნა) დაიდეს.

“ჩიკაგოს” მაჩვენებელი 35 მოგება და 29 მარცხია და ცენტრალურ დივიზიონში მე-2 ადგილზეა, აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე-4 საფეხური უკავია. “ბულსი” მომდევნო შეხვედრას 14 მარტის დილას შინ “ჰიუსტონ როკიტსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

მინესოტა – მილუოკი 112:101 (28:33, 27:28, 31:23, 26:17)

მინესოტა: ლავი (27 ქ. 10 მ. 6 პ.), მარტინი (26 ქ.), პეკოვიჩი (14 ქ. 8 მ.), რუბიო (11 ქ. 10 პ.), ბრიუერი (4 ქ.); ბარეა (19 ქ.), კანინგემი (9 ქ.), ბადინგერი (2 ქ.), შვედი, ჰამელი, მუჰამადი, ჯენგი.

მილუოკი: ნაიტი (21 ქ.), უოლტერსი (14 ქ.), მიდლტონი (11 ქ.), ჰენსონი (10 ქ. 8 მ.), ფაჩულია (9 ქ. 10 პ. 6 მ.); ედრიენი (12 ქ. 7 მ.), სეშნსი (11 ქ.), რადულიცა (5 ქ.), მიტჩელი (4 ქ.), ანტეტოკოუნმპო (4 ქ.), იუდო.

 

ჩიკაგო – სან ანტონიო 96:104 (14:38, 19:23, 33:29, 30:14)

ჩიკაგო: ბატლერი (23 ქ.), ნოა (13 ქ. 8 მ. 7 პ.), ბუზერი (8 ქ.), დანლივი (7 ქ.), ჰაინრიხი (3 ქ.); ოგასტინი (24 ქ.), სნელი (6 ქ.), მოჰამედი (6 ქ.), ფრედეტი (5 ქ.), გიბსონი (1 ქ.).

შენგელიას არ უთამაშია

სან ანტონიო: პარკერი (20 ქ. 9 პ.), ლენარდი (16 ქ. 9 მ.), დანკანი (4 ქ. 9 მ.), გრინი, სპლიტერი; ჯინობილი (22 ქ.), მილსი (10 ქ.), ბელინელი (10 ქ.), დიაო (8 ქ. 7 მ.), ბეინსი (6 ქ.), ბონერი (4 ქ.), ჯოზეფი (2 ქ.), ეირსი (2 ქ.).

 

ინდიანა – ბოსტონი 94:83 (24:20, 25:20, 20:21, 25:22)

ინდიანა: უესტი (24 ქ.), ჰილი (12 ქ.), ჯორჯი (12 ქ.), სტივენსონი (9 ქ.), ჰიბერტი (6 ქ. 9 მ.); სკოლა (11 ქ.), ტერნერი (9 ქ.), ბაინემი (8 ქ. 10 მ.), სლოუნი (3 ქ.), ბატლერი, კოუპლენდი.

ბოსტონი: ჰამფრისი (15 ქ. 9 მ.), გრინი (12 ქ.), ბასი (11 ქ.), რონდო (8 ქ. 8 პ.), ბეილესი (3 ქ.); სალინჯერი (17 ქ. 9 მ.), ჯონსონი (14 ქ.), ოლინიკი (3 ქ. 7 მ.), პრესი, ბები, ენტონი.

 

დეტროიტი – საკრამენტო 99:89 (28:31, 24:23, 20:11, 27:24)

დეტროიტი: სმიტი (24 ქ. 8 მ.), დრამონდი (15 ქ. 8 მ. 5 დ.), სინგლერი (11 ქ. 7 მ. 5 ჩ.), მონრო (6 ქ. 12 მ.), ჯენინგსი (5 ქ. 6 პ.); სტაკი (23 ქ.), ბაინემი (8 ქ. 7 პ.), იერებკო (5 ქ.), კოლდუელ-პოუპი (2 ქ.).

საკრამენტო: გეი (20 ქ.), ტომასი (19 ქ. 8 პ.), კაზინსი (13 ქ. 14 მ. 6 დ.), მაკლემორი (9 ქ.), ევანსი (6 ქ. 8 მ.); უილიამსი (10 ქ.), მაკკალუმი (9 ქ.), ტომპსონი (3 ქ. 7 მ.), აუტლო, ეისი.

 

ოკლაჰომა სიტი – ჰიუსტონი 106:98 (26:24, 30:17, 21:26, 29:31)

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (42 ქ.), უესტბრუკი (24 ქ. 7 პ.), იბაკა (12 ქ. 16 მ. 4 დ.), ადამსი (2 ქ. 8 მ.), ჯონსი; ბატლერი (11 ქ.), ჯეკსონი (9 ქ.), ფიშერი (6 ქ.), ლემბი, კოლისონი, ტაბიტი.

ჰიუსტონი: ჰარდენი (28 ქ. 8 მ. 9 პ.), პარსონსი (19 ქ.), ჰოვარდი (9 ქ. 10 მ.), ჯონსი (8 ქ.), ბევერლი (2 ქ.); გარსია (11 ქ.), ლინი (8 ქ.), აშიკი (7 ქ.), ჰემილტონი (3 ქ.), მოტეიუნასი (3 ქ.).

 

მემფისი – პორტლენდი 109:99 (22:23, 32:24, 24:22, 31:30)

მემფისი: გასოლი (19 ქ. 9 მ. 7 პ.), რენდოლფი (18 ქ. 12 მ.), კონლი (17 ქ.), ლი (16 ქ), პრინსი (9 ქ.); მილერი (14 ქ.), კალატესი (7 ქ. 9 პ.), ალენი (7 ქ.), კუფოსი (2 ქ.), ლეუერი.

პორტლენდი: ლილარდი (32 ქ. 7 პ.), ოლდრიჯი (19 ქ. 10 მ.), ბატუმი (15 ქ. 8 მ.), ლოპესი (6 ქ.), მეტიუზი (5 ქ.). რობინსონი (8 ქ.), ლენარდი (8 ქ.), უილიამსი (4 ქ.), კლავერი (2 ქ.), მაკკოლუმი, ბარტონი.

 

გოლდენ სტეიტი – დალასი 108:95 (29:22, 26:22, 24:13, 29:28)

გოლდენ სტეიტი: ბოგუტი (15 ქ. 10 მ.), ტომპსონი (14 ქ.), კარი (10 ქ.), ლი (6 ქ. 11 მ.), იგუდალა (4 ქ.); კროუფორდი (19 ქ.), ბარნსი (13 ქ.), ბლეიკი (9 ქ. 8 პ.), გრინი (6 ქ.), ო’ნილი (6 ქ. 7 მ.), სპეიტსი (4 ქ.), ნედოვიჩი (2 ქ.).

დალასი: ელისი (15 ქ.), კალდერონი (13 ქ.), ნოვიცკი (12 ქ.), დალემბერტი (8 ქ.), მერიონი; კარტერი (10 ქ.), რაიტი (9 ქ.), ბლეირი (8 ქ. 8 მ.), ელინგტონი (5 ქ.), მეკელი (2 ქ.), ჯეიმსი (2 ქ.), ჰარისი (1 ქ.), ლარკინი.

 

0.117481