კალათბურთი

13:38 | 24.10.2013 | ნანახია 2443 - ჯერ

ფაჩულიას მონაგარი “ნიქსთან” – 7 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია მოედანს ტრავმით გამოწვეული ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა, ისე გამოიყურება, თითქოს განვლილი პერიოდი არც ყოფილა.

ქართველი ცენტრი “მილუოკი ბაქსის” წინასასეზონო მატჩებში გამოჩნდა და “ჩიკაგო ბულზთან” 16:51 წუთში 8 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა, დღეს დილით კი, “ნიუ იორკ ნიქსთან” მოგებულ (105:95) მოგებულ შეხვედრაში კიდევ უფრო სარგებლიანი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ გასულ მატჩამდე ლარი დრიუს მიერ გაწვრთნილ “ბაქსს” ხუთივე საგამოფენო თამაში წაგებული ჰქონდა და ნავსი ნიუ იორკელებთან “გატეხა”.

ფაჩულიამ მოედანზე 21:05 წუთი გაატარა და 7 ქულა, 9 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე) და 5 პასი მიითვალა. ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მხოლოდ 1 შეცდომა დაუშვა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

ლარი სანდერსმა, რომელიც “მილუოკიში” სასტარტო ცენტრის პოზიციაზე გამოჩნდა, 24:31 წუთში თამაშიდან ასევე ერთადერთი ტყორცნა გამოიყენა და 7 ქულას 7 მოხსნა წაამატა. “ბაქსის” რიგებში ყველაზე შედეგიანები კერონ ბატლერი (24 ქულა) და ო ჯეი მაიო (22) იყვნენ, ლუკ რიდნურმა კი ორმაგი დუბლი მიითვალა – 18 ქულა, 11 მოხსნა.

მილუოკელები ბოლო წინასასეზონო მატჩს 26 ოქტომბრის დილას მშობლიურ “ჰარის ბრედლი სენთერში” “ტორონტო რეპტორზთან” ჩაატარებენ, 31 ოქტომბერს კი ნბა-ს ახალ სეზონში ნიუ იორკში იმავე “ნიქსთან” შეხვედრით ჩაებმებიან.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:18 | 24.10.2013
Kala94 (6114)

საღოლ ზაზა !!!

21:21 | 24.10.2013
lakers93 (446)

ზაზას სამი პასი მთავარ ჰაი ლაითებში იყო შეყვანილი რმაგი დუბლი და 3 პასიც როქონდეს სეზონში მაგარი იქნება

19:49 | 24.10.2013
jokua (3910)

სასტარტო უნდა გახდეს წესით მალე

17:44 | 24.10.2013
sabonis (9584)

მიდი ზაზა.

17:36 | 24.10.2013
italiafun-juventino (12319)

კარგია ზაზა გააგრძელე ასე და იმედია უფრო მოუმატებ )

17:17 | 24.10.2013
გუგა80 (1551)

ეჰჰ... ზაზას ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ქართული კალათბურთის გულშემატკივრმა არ შემიძლია სინანულით და გულდაწყვეტით არ ამოვიოხრო (უიღბლობის დედაც): კაი დროსია... აწი ველოდოთ მომდევნო ევრობასკეტს კიდევ 2 წელი...

17:02 | 24.10.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

მაგარია ! აშკარად ჯობნის ჯერჯერობით სანდერსს თანაც ამდენი ხნის უთამაშებელია ! მალე მთავარი ცენტრი კი არა გუნდის ლიდერიც გახდება !!

16:42 | 24.10.2013
lasha147 (6103)

კარგია, ზაზასგან უფრო მეტს ველი

15:56 | 24.10.2013
giorgimilan (390)

გუშინ ვუყურე ზაზას თამაშს , ძაან მომეწონა მისი დაცვა , ფაქტიურად ჩენდლერს ხელი არ გაანძრევინა, კარგი იყო როგორც დაცვაში ასევე შეტევაში, ასე თუ გააგრძელა ლარი სენდერსს სკამზე მოუწევს ჯდომა და ძირითადში ჩვენი კაპიტანი იქნება . ავტორ რაც შეეხება ლუკ რიდნურს 11 პასი ქონდა მოხსნა კი არა ))

15:53 | 24.10.2013
SHENGE (375)

Zaza magari xar.darcmunebuli var es sezoni sauketeso ikneba zazas karierashi... p.s.1 komentari,ra sircxvilia..(marto evropaze gvaxsendebian,)

13:55 | 24.10.2013
e_kennison (757)

კარგია ზაზა, უბრალოდ თოკო მეცოდება, მემგონი უნდა გადასულიყო სადმე, კარგი იიქნებოდა მინესოტაში კირილენკოს მაგივრად

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118968