კალათბურთი

14:39 | 25.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას “მილუოკის” 130-ქულიანი მატჩი

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” ფილადელფიაში “სიქსერზს” 130 ქულა ჩაუგდო და მოულოდნელად იოლი გამარჯვება (130:110) იზეიმა, სამწუხარო კი ის გახლდათ, რომ აღნიშნულ მონაგარში ქართველი ცენტრის მხოლოდ 2 ქულა გახლდათ.

ფაჩულია “ბაქსის” სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18:13 წუთი გაატარა, რა დროშიც ძირითადად თანაგუნდელთათვის კომფორტული შესატევი სიტუაციების შექმნას ცდილობდა, რაც ჩინებულადაც გამოსდიოდა.

ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ორ ქულას 9 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბურთი ორჯერ დაკარგა (ერთხელ დაუფარეს) და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

ამ მატჩამდე საშუალოდ ჩაგდებული ქულების რაოდენობის მიხედვით, მილუოკელებს მთელს ლიგაში ბოლოსწინა ადგილი ეკავათ, ამჯერად კი, სრულად გაილაღეს, მასპინძელთათვის შანსი აღარ დაუტოვებიათ და მათ მიჯრით მე-11 მარცხი აგემეს. 

სტუმრებისთვის განსაკუთრებით წარმატებული მე-2 მეოთხედი გამოდგა, რომელიც 43:16 მოიგეს, სულ კი პირველ ნახევარში 73 ქულა (!) ჩააგდეს. “ბაქსის” რიგებში ყველაზე შედეგიანი ო ჯეი მაიო იყო 25 ქულით, თურქმა ერსან ილიასოვამ კი 20 ქულა მიითვალა.

ისიც სათქმელია, რომ “ბაქსის” კალათბურთელებმა 20-დან 12 სამქულიანი გამოიყენეს, მეტოქის ფარზე კი ბურთი ერთბაშად 20-ჯერ მოხსნეს, რის გამოც ფილადელფიელებს მათი დევნა ძალიან გაუჭირდათ.

ფაჩულიას კლუბმა 45 მარცხის ფონზე მხოლოდ მე-11 გამარჯვება იზეიმა და გასაკვირი არაა, რომ როგორც დივიზიონში, ასევე სრულად ლიგაში ბოლო ადგილზე რჩება. 28 თებერვლის დილას “ბაქსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ “პეისერზს” ინდიანაში ჩააკითხავს.

 

ფილადელფია – მილუოკი 110:130 (28:30, 16:43, 32:33, 34:24)

ფილადელფია: იანგი (28 ქ. 7 პ. 6 ჩ.), კარტერ-უილიამსი (20 ქ.), როტენი (19 ქ.), ანდერსონი (13 ქ.), მოულტრი (6 ქ, 8 მ.); მალინსი (9 ქ.), ტომპსონი (8 ქ.), სიმსი (4 ქ.), უილიამსი (2 ქ.), მეინორი (1 ქ.).

მილუოკი: ილიასოვა (20 ქ.), ნაიტი (15 ქ.), მიდლტონი (15 ქ.), უოლტერსი (15 ქ.), ფაჩულია (2 ქ. 9 მ.); მაიო (25 ქ.), სეშნსი (16 ქ.), ანტეკოუნმპო (13 ქ. 4 დ.), ჰენსონი (12 ქ.), ედრიენი (6 ქ. 10 მ.), რადულიცა.

 

დეტროიტი – გოლდენ სტეიტი 96:104 (37:3, 25:30, 21:18, 13:23)

დეტროიტი: მონრო (23 ქ. 8 მ.), სინგლერი (18 ქ.), სმიტი (18 ქ. 11 მ. 7 პ.), ჯენინგსი (11 ქ. 10 პ.), დრამონდი (11 ქ. 9 მ.); ბაინემი (8 ქ.), სტაკი (5 ქ.), იერებკო (2 ქ.), კოლდუელ-პოუპი.

გოლდენ სტეიტი: კარი (19 ქ. 8 მ. 9 პ.), ტომპსონი (19 ქ.), ო’ნილი (16 ქ. 10 მ.), იგუდალა (4 ქ.), ბოგუტი (4 ქ. 7 მ.); კროუფორდი (15 ქ.), ბარნსი (11 ქ.), ბლეიკი (6 ქ.), გრინი (6 ქ.), სპეიტსი (4 ქ.).

 

ნიუ იორკი – დალასი 108:110 (21:31, 38:29, 23:24, 26:26)

ნიუ იორკი: ენტონი (44 ქ. 9 მ.), ჩენდლერი (12 ქ. 12 მ.), სტაუდმაიერი (9 ქ.), პრიჯიონი (8 ქ.), ფელტონი (8 ქ. 7 პ.); ჯეი არ სმიტი (15 ქ. 7 პ.), ჰარდუეი (10 ქ.), ოლდრიჩი (2 ქ.), ტაილერი.

დალასი: ელისი (22 ქ. 6 პ.), კალდერონი (20 ქ. 6 პ.), ნოვიცკი (15 ქ.), დალემბერტი (6 ქ. 10 მ.), მერიონი (4 ქ.); კარტერი (23 ქ.), რაიტი (12 ქ.), ელინგტონი (5 ქ.), ჰარისი (2 ქ. 8 პ.), ბლეირი (1 ქ.), კრაუდერი.

 

ნიუ ორლეანი – კლიპერსი 110:123 (26:32, 27:29, 25:32, 32:30)

ნიუ ორლეანი: დევისი (26 ქ. 11 მ.), ამინუ (12 ქ.), გორდონი (10 ქ.), რობერტსი (4 ქ. 7 პ.), სტიემსმა (2 ქ.); აჟენსა (19 ქ. 12 მ.), მოროუ (13 ქ.), რივერსი (10 ქ.), ევანსი (8 ქ.), ბებიტი (3 ქ.), უიტი.

კლიპერსი: კროუფორდი (24 ქ.), გრიფინი (22 ქ.), პოლი (19 ქ. 13 პ.), ჯორდანი (14 ქ. 16 მ. 4 დ.), ბარნსი (12 ქ.); კოლისონი (12 ქ.), თურქოღლუ (12 ქ.), დადლი (5 ქ.), ბულოკი (3 ქ.), ჰოლინზი.

 

იუტა – ბოსტონი 110:98 (27:18, 32:28, 24:22, 27:30)

იუტა: ფეივორსი (20 ქ.), უილიამსი (19 ქ. 7 მ.), ბერკი (12 ქ.), ჯეფერსონი (10 ქ.), ჰეივორდი (8 ქ. 10 პ.); ბერკსი (21 ქ.), კანტერი (12 ქ.), გარეტი (4 ქ.), ევანსი (4 ქ. 4 დ.).

ბოსტონი: გრინი (21 ქ.), რონდო (18 ქ. 10 პ.), ჰამფრისი (9 ქ.), ბასი (8 ქ. 8 მ.), უოლესი (4 ქ.); ოლინიკი (21 ქ. 8 მ.), ბეილესი (13 ქ.), ჯონსონი (4 ქ.), პრესი, ენტონი.

 

პორტლენდი – მინესოტა 108:97 (26:34, 26:26, 32:20, 24:17)

პორტლენდი: ლილარდი (32 ქ.), ბატუმი (22 ქ. 10 მ.), მეტიუზი (17 ქ.), ლოპესი (6 ქ.), რაიტი (3 ქ.); რობინსონი (14 ქ. 18 მ.), ბარტონი (5 ქ.), კლავერი (5 ქ.), უილიამსი (4 ქ.), უოტსონი, კრები, მაკკოლუმი.

მინესოტა: ლავი (31 ქ. 10 მ.), კანინგემი (12 ქ.), ბადინგერი (8 ქ.), ბრიუერი (6 ქ.), რუბიო (5 ქ. 11 პ.); ბარეა (21 ქ.), ეი ჯეი პრაისი (5 ქ.), ჯენგი (3 ქ.), მბა ა მუტე (2 ქ.), ჰამელი (2 ქ. 8 მ.), მუჰამადი (2 ქ. 7 მ.), შვედი.

 აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა 55 39 3 0 13 5433:5000 0.764
2. მაიამი 54 38 2 2 12 5624:5316 0.741
3. ტორონტო 56 30 1 3 22 5580:5405 0.554
4. ჩიკაგო 55 27 2 2 24 5088:5076 0.527
5. ვაშინგტონი 56 26 2 6 22 5562:5550 0.500
6. ბრუკლინი 54 24 2 2 26 5258:5369 0.481
7. შარლოტი 57 25 2 2 28 5426:5515 0.474
8. ატლანტა 55 23 3 1 28 5581:5580 0.473
9. დეტროიტი 57 23 0 3 31 5737:5882 0.404
10. კლივლენდი 57 17 5 2 33 5513:5779 0.386
11. ნიუ იორკი 57 19 2 3 33 5578:5689      0.368
12. ბოსტონი 58 18 1      0      39      5516:5740 0.328
13. ორლანდო 58 16      1 4 37 5595:5903 0.293
14.    ფილადელფია      57      11 4 1 41 5722:6329 0.263
15. მილუოკი 56 10 1 5 40 5223:5715 0.196


დასავლეთ კონფერენცია

1. ოკლაჰომა სიტი 57 41 2 0 14 5972:5595 0.754
2. სან ანტონიო 56 38 2 0 16 5810:5483 0.714
3. ჰიუსტონი 56 37 1 2 16 5939:5696 0.679
4. კლიპერსი 59 37 2 1 19 6332:5977 0.661
5. პორტლენდი 56 35 3 1 17 6037:5800 0.679
6. გოლდენ სტეიტი      57      33      2      2      20      5889:5618      0.614
7. დალასი 58 35 0 1 22 6062:5933 0.603
8. ფინიქსი 55 32 1 2 20 5781:5595 0.600
9. მემფისი 55 29 2 2 22 5213:5194 0.564
10. მინესოტა 56 26 1 1 28 5913:5696 0.482
11. დენვერი 55 25 0 1 29 5647:5757 0.455
12. ნიუ ორლეანი 56 21 2 0 33 5561:5667 0.411
13. იუტა 56 19 1 1 35 5312:5639 0.357
14. საკრამენტო 56 17 3 2 34 5672:5781 0.357
15.    ლეიკერსი 56 19 0 1 36 5636:5933 0.339
0.115898