საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მიმდინარე სეზონში მე-4 ორმაგი დუბლი შეასრულა. აღნიშნული დეტროიტში მოხდა, სადაც ზაზას “მილუოკი ბაქსი” ზედიზედ მე-10 საგარეო მატჩში დამარცხდა – 111:116.
აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, ლიგის აუტსაიდერი 9 ქულის სხვაობით იგებდა, თუმცა, დასკვნით მეოთხედში მასპინძლებმა სოლიდური გაქცევა (12:0) მოაწყვეს და თამაში სათავასოდ შეატრიალეს.
ქართველმა ცენტრმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 34:54 წუთში 12 ქულა, 13 მოხსნა (7 მეტოქის ფარზე), 6 პასი და კარიერისთვის სარეკორდო 3 დაფარება მიითვალა.
ფაჩულიამ 13-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 2 ფოლი მიიღო (მათგან 1 ტექნიკური). გასულ მატჩში მიუოკელთა მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ ისევ მხოლოდ 8 კალათბურთელი დატვირთა, რომელთაგან 10-ქულიან ზღვარს 6 გადასცდა.
“ბაქსის” მხრიდან ყველაზე შედეგიანი ბრენდონ ნაიტი იყო 25 ქულით, 9 მოხსნით და 7 პასით, რამონ სეშენსმა კი ფაჩულიას დარად ორმაგი დუბლი მიითვალა – 20 ქულა, 11 პასი. დეტროიელთაგან საუკეთესო გრეგ მონრომ სეზონში 49-ე (!) დაბლ-დაბლი (28 ქულა, 14 მოხსნა) გაიფორმა, ბრენდონ ჯენინგსმა კი 20 ქულას 13 პასი წაამატა.
თუკი ისევ ფაჩულიას დავუბრუნდებით, აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველის საშუალო მონაგარი 7.4 ქულა, 6.1 მოხსნა და 2.5 პასია. ისიც ვთქვათ, რომ ზაზამ უკვე გადააბიჯა 5000-ქულიან ზღვარს. ნბა-ში ჩატარებულ 734 მატჩში მისი მონაგარი 5018 ქულააა.
“მილუოკი” მომდევნო შეხვედრას 3 აპრილის დილას მაიმიში ლიგის მოქმედ ჩემპიონ “მაიამი ჰითთან” გამართავს, რომელთანაც 29 მარტს შინ 67:88 წააგო. ამ დროისთვის, “ბაქსს” 14 მოგება და 60 მარცხი გააჩნია და როგორც აღმოსავლეთ კონფერენციაში, ასევე მთელს რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილზე რჩება.
სამწუხაროდ, ისევ ვერ ვიხილეთ მოედანზე თორნიკე შენგელია, რომლის “ჩიკაგო ბულზმაც” შინაურ კედლებში “
ჩიკაგოელთაგან ორმაგი დუბლით ჟოაკიმ ნოა (19 ქულა, 11 მოხსნა) და ტაჯ გიბსონი (14 ქულა, 11 მოხსნა) გამოირჩნენ, ბოსტონელთაგან კი ბრენდონ ბასმა და ჯერიდ ბეილესმა 18-18 ქულა ჩააგდეს.
“ბულსი” 42 მოგებით და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს. 3 აპრილის დილას შენგელიას გუნდი სტუმრად ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბ “