"მილუოკი ბაქსის" მორიგი, ბრძოლაში წაგებული მატჩი. ზაზა ფაჩულიას გუნდი ნიუ ორლეანში "პელიკანსს" ესტუმრა და ბოლო მეოთხედის წინ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებოდა. დასკვით 12-წუთეულში მასპინძლებმა მოახერხეს მილუოკელთა წინააღმდეგობის გატეხვა და საბოლოოდ 112:104 იმარჯვეს.
ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში, 30:14 წუთი ითამაშა. ფაჩულიამ 8-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. 6 ქულასთან ერთად ზაზამ 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. "მილუოკიში" 25 ქულით საუკეთესო კრის მიდლტონი გახლდათ, უცნობმა სათადარიგო ჯეფ ადრიენმა კი შთამბეჭდავი სტატისტიკით ბევრი გააოცა - 20 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება.
"მილუოკი", რომელსაც 12 მოგება და 49 მარცხი აქვს, ჩვენი დროით ხვალ, გამთენიისას, "ვაშინგტონს" უმასპინძლებს.
რაც შეეხება ნბა-ში მოთამაშე მეორე ქართველს, თორნიკე შენგელიას, "ჩიკაგო ბულსის" მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი "მემფისთან" არ დაასაქმა. ჩიკაგოელებმა "გრიზლისს" უმასპინძლეს და მატჩი დაძაბულ ბრძოლაში - 77:85 დათმეს.შენგელია განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა.
www.gbf.ge