“მილუოკი ბაქსის” ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია “ლოს ანჟელეს კლიპერსთან” საგარეო მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, თუმცა, გუნდი ზედიზედ მე-8 მარცხისგან ვერ იხსნა – 98:106.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 35:17 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 8 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 11-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა (ერთხელ დაუფარეს) და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
ქართველ ცენტრზე უკეთ, “ბაქსის” მხრიდან მხოლოდ სამონ სეშენსი გაისარჯა, რომელმაც მიმდინარე სეზონისთვის სარეკორდო 28 ქულა ჩააგდო და აქტივში 6 მოხსნა და 7 პასიც ჰქონდა. ისიც ვთქვათ, რომ შედეგიანი გადაცემების მხრივ, ფაჩულია სტუმართა რიგებში საუკეთესო გახლდათ, რაც სეზონის განმავლობაში, პირველად ნამდვილად არ ხდება.
“მილუოკიმ” 13 მოგების წილ 58-ე მარცხი განიცადა და თანაც 20 გასვლითი მატჩიდან 19 წაგებული აქვს. ბოლოს, “ბაქსმა” საახალწლოდ იმავე “სტეიპლს სენთერში” “ლეიკერსთან” 15-ქულიანი უპირატესობით მოიგო. საინტერესოა, რომ წელიწადზე მეტია, რაც მილუოკელებს მიჯრით 2 გამარჯვება არ მოუპოვებიათ. “ბაქსმა” ბოლოს გასული წლის 17-19 მარტს “გაილაღა”, როდესაც “
თუკი ისევ გასულ შეხვედრას დავუბრუნდებით, აღვნიშნავთ, რომ კალიფორნიელთაგან საუკეთესო ბლეიკ გრიფინი გახლდათ 27 ქულით და 14 მოხსნით. იგი ერთადერთი კალათბურთელი იყო, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა. რაც შეეხება ფაჩულიას უშუალო ვიზავი დეანდრე
“ბაქსი” მომდევნო მატჩში, 28 მარტს დილას, ხსენებულ “ლეიკერსს” უმასპინძლებს და იქნებ, გამარჯვების გემოც გაიხსენოს.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოედანზე ისევ გამოჩნდა “ჩიკაგო ბულსის” ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია, თუმცა, აღნიშნულს კვლავაც სიმბოლური ხასიათი ჰქონდა.
ჩიკაგოელებმა შინაურ კედლებში, 21 803 მაყურებლის თვალწინ, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი “
“ხარების” მხრიდან 10 და მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი სათადარიგო ტაჯ გიბსონი იყო 23 ქულით და 8 მოხსნით. ინდიანელებს პოლ ჯორჯმა ულიდერა 21 ქულით, გუნდის ერთ-ერთ ლიდერ როი ჰიბერტს კი შეხვედრა აშკარად “ჩაუვარდა”. “პეისერზის” სასტარტო ცენტრმა 26:06 წუთში თამაშიდან ხუთივე სროლა ააცილა და 3 ქულას დასჯერდა.
“ჩიკაგომ” 31 მარცხის წილ მე-40 გამარჯვება იზეიმა და დასავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიცია განიმტკიცა, ამასთან მე-3 ადგილზე მყოფ “
კლიპერსი – მილუოკი 106:98 (35:25, 22:27, 22:22, 27:24)
კლიპერსი: გრიფინი (27 ქ. 14 მ. 6 პ.), კოლისონი (15 ქ. 6 პ.), პოლი (14 ქ. 7 პ.), ბარნსი (8 ქ.), ჯორდანი (6 ქ. 10 მ.); კროუფორდი (13 ქ.), გრეინჯერი (9 ქ.), დევისი (9 ქ.), დადლი (5 ქ.), თურქოღლუ.
მილუოკი: სეშენსი (28 ქ. 7 პ.), ედრიენი (14 ქ. 7 მ.), ფაჩულია (14 ქ. 8 პ. 6 მ.), ნაიტი (9 ქ.), მიდლტონი (4 ქ.); ჰენსონი (10 ქ. 7 მ.), ანტეკოუნმპო (9 ქ.), მაიო (8 ქ.), იუდო (2 ქ.).
ჩიკაგო – ინდიანა 89:77 (15:19, 18:15, 31:22, 25:21)
ჩიკაგო: ჰაინრიხი (18 ქ.), დანლივი (13 ქ. 8 მ.), ბატლერი (12 ქ.), ნოა (10 ქ. 8 მ. 8 პ.), ბუზერი (9 ქ. 10 მ.); გიბსონი (23 ქ. 8 მ.), ოგასტინი (4 ქ.), სნელი, შენგელია, მერფი, მოჰამედი.