ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” სეზონში მე-13 გამარჯვება იზეიმა, რაც მძლავრად ჩატარებული ბოლო მეოთხედის ხარჯზე შესძლო. ქართველი ცენტრის ერთ-ერთ ყოფილ კლუბ “ორლანდო მეჯიქთან” შეხვედრის დასკვნითი პერიოდის წინ, მილუოკელები 3 ქულით აგებდნენ, თუმცა, უკანასკნელი 12-წუთეული 37:27 მოიგეს და 105:98 იმარჯვეს.
ფაჩულიამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 17:11 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 5 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ბაქსის” მხრიდან ყველაზე შედეგიანი ბრენდონ ნაიტი იყო 24 ქულით, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მან 9 სამქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო. 21 ქულას 7 მოხსნა და 6 პასი წაამატა კრის მიდლტონმა, ხოლო თურქი ერსან ილიასოვა ორმაგ დუბლს გამორჩა – 16 ქულა, 11 მოხსნა.
საინტერსოა, რომ ორლანდოელთაგან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 7 კალათბურთელმა უწია, მათგან საუკეთესო კი ჩერნოგორიის ნაკრების ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი იყო. მის ანგარიშზე დაბლ-დაბლია – 12 ქულა, 12 მოხსნა.
როგორც აღვნიშნეთ, “მილუოკიმ” 50 მარცხის ფონზე მე-13 გამარჯვება იზეიმა, თუმცა, კვლავაც ლიგის უარეს გუნდად რჩება და აღმოსავლეთ კონფერენციაში უახლოეს მეტოქე “ფილადელფიას” 2 გამარჯვებით ჩამორჩება.
“ბაქსი” მომდევნო 8 მატჩიდან შვიდს სტუმრად ჩაატარებს, რომელთაგან უახლოესს 12 მარტის დილას მინესოტაში “ტიმბერვულვზთან” ჩაატარებს. ამავე დღეს თორნიკე შენგელიას “ჩიკაგო ბულზი” “
მილუოკი –
მილუოკი: ნაიტი (24 ქ. 6 პ.), მიდლტონი (21 ქ. 7 პ.), ილიასოვა (16 ქ. 11 მ.), უოლტერსი (8 ქ.), ფაჩულია (4 ქ.); სეშნსი (16 ქ. 8 პ.), ჰენსონი (10 ქ. 8 მ.), ანტეკოუნმპო (6 ქ.), მაიო, ედრიენი.