ზაზა ფაჩულიამ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალი სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა. ქართველმა ცენტრმა ნიუ იორკში “ნიქსთან” წაგებულ (83:90) მატჩში 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა და სტუმართა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი ჰქონდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელიც “მილუოკი ბაქსში” სწორედ ახალი სეზონის წინ გადაბარგდა, სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, პირველივე შეხვედრაში დაამტკიცა, რომ ლარი სანდერსს მთელი თავით აღემატება. ამ უკანასკნელმა 5 პერსონალური ფოლი მალევე “აკრიფა” და 12:21 წუთში მოედანი უქულოდ დატოვა.
თავის მხრივ ზაზამ 33:53 წუთში (სტუმართაგან მასზე მეტი დრო მხოლოდ ო ჯეი მაიოს დაეთმო) 10-დან 6 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო და აღნიშნულ მონაგარს 3 პასი და 2 ჩაჭრაც მიაყოლა. ქართველმა კალათბურთელმა 2 შეცდომა დაუშვა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
ფაჩულიას გარდა ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორმაგ დუბლი შეასრულა, “ნიქსის” ლიდერი კარმელო ენტონი იყო. მის ანგარიშზე 19 ქულა და 10 მოხსნაა. გადამწყვეტ მომენტებში ჩინებულად გაისარჯა ტაისონ ჩენდლერიც, რომელმაც 10 ქულას 6 მოხსნა და ერთბაშად 5 დაფარება მიაყოლა.
სწორედ აღნიშნულ კალათბურთელთა დახმარებით, ნიუ იორკელებმა სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმეს, არადა, მოგებული მატჩის წაგებამდე სულ ცოტა დააკლდათ.
შეხვედრის პირველი ნახევრის შემდეგ მასპინძლები 25 (!) ქულის სხვაობით დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლო მეოთხედის შუაწელს ლიდერის როლში უკვე “ბაქსი” გახლდათ. ფაჩულიას და მის თანაგუნდელთა სამწუხაროდ, ბოლო წუთები უკეთ ისევ მასპინძლებმა ჩაატარეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ.
მილუოკელებს სეზონის მე-2 მატჩიც სტუმრად ელით. 2 ნოემბრის დილას ისინი ბოსტონში “სელტიქსს” გაეჯიბრებიან.
ნიუ იორკი – მილუოკი 90:83 (24:18, 32:13, 18:33, 16:19)
ნიუ იორკი: ენტონი (19 ქ. 10 მ.), ფელტონი (18 ქ.), შამპერტი (16 ქ.), ჩენდლერი (10 ქ. 5 დ.), პრიჯიონი (7 ქ.); ბარნიანი (6 ქ.), ჰარდუეი (5 ქ.), უორლდ პისი (4 ქ.), მარტინი (3 ქ.), უდრიჰი (2 ქ.).
მილუოკი: ბატლერი (14 ქ.), მაიო (13 ქ.), მიდლტონი (2 ქ.), ნაიტი, სენდერსი; ნილი (16 ქ.), ფაჩულია (13 ქ. 11 მ.), ილიასოვა (10 ქ.), უოლტერსი (9 ქ.), ჰენსონი (5 ქ.), ადეტოკუმბო (1 ქ.).
კლივლენდი – ბრუკლინი 98:94 (27:26, 22:22, 30:22, 19:24)
კლივლენდი: ტომპსონი (18 ქ. 9 მ.), ირვინგი (15 ქ. 7 მ. 9 პ.), უეიტერსი (11 ქ.), ვარეჟაო (11 ქ. 8 მ.), კლარკი (9 ქ. 8 მ.); ჯეკი (12 ქ.), მაილზი (10 ქ.), ჯი (7 ქ.), ბაინემი (3 ქ.), ბენეტი (2 ქ.), ზელერი.
ბრუკლინი: ლოპესი (21 ქ. 4 დ.), პირსი (17 ქ.), ჯონსონი (13 ქ.), გარნეტი (8 ქ. 10 მ.), უილიამსი (7 ქ. 9 მ.); ტერი (14 ქ.), ანდერსონი (9 ქ.), ევანსი (4 ქ. 8 მ.), ლივინგსტონი (1 ქ.), ბლატჩი.
ბოსტონი: გრინი (25 ქ.), ბასი (17 ქ.), ფავერანი (13 ქ.), ბრედლი (8 ქ.), უოლესი (3 ქ.); ჰამფრისი (8 ქ. 9 მ.), კროუფორდი (7 ქ.), ოლინიკი (4 ქ.), ლი (2 ქ.), პრესი.
ფილადელფია – მაიამი 114:110 (33:14, 18:35, 34:45, 29:16)
ფილადელფია: ტერნერი (26 ქ.), ჰოვსი (24 ქ. 9 მ.), კარტერ-უილიამსი (22 ქ. 7 მ. 12 პ. 9 ჩ.), იანგი (10 ქ.), ანდერსონი (8 ქ.); როტენი (14 ქ.), ალენი (4 ქ.), ორტონი (4 ქ.), მორისი (2 ქ.).
მაიამი: ჯეიმსი (25 ქ. 13 პ.), ბოში (22 ქ. 10 მ.), ჩალმერსი (16 ქ.), მეისონი (3 ქ.), ჰასლემი (2 ქ.); ალენი (19 ქ.), ლუისი (11 ქ.), კოული (10 ქ.), ბატიე (2 ქ.), ანდერსენი.
დეტროიტი – ვაშინგტონი 113:102 (25:22, 30:21, 26:30, 32:29)
დეტროიტი: მონრო (24 ქ. 16 მ.), ბაინემი (19 ქ.), სმიტი (19 ქ.), ბილაფსი (16 ქ.), დრამონდი (12 ქ. 8 მ.); კოლდუელ-პოუპი (9 ქ.), სინგლერი (8 ქ. 8 მ.), იერებკო (6 ქ.), სივა, დატომე, მიტჩელი.
ვაშინგტონი: არიზა (28 ქ. 10 მ.), უოლი (20 ქ. 11 პ.), ბილი (17 ქ.), ნენე (12 ქ.), ბუკერი (2 ქ.); გორტატი (9 ქ. 9 მ.), უებსტერი (5 ქ.), ჰარინგტონი (4 ქ.), მეინორი (3 ქ.), სერაფინი (2 ქ.), ტემპლი.
ნიუ ორლეანი –
ნიუ ორლეანი: გორდონი (25 ქ.), ჰოლიდეი (24 ქ. 7 მ.), დევისი (20 ქ. 12 მ.), სმიტი (8 ქ.), ამინუ (1 ქ.); ევანსი (4 ქ.), რობერტსი (2 ქ.), მოროუ (2 ქ.), ონუაკუ (2 ქ.), სტიემსმა (2 ქ.), ტომასი.
ჰიუსტონი – შარლოტი 96:83 (17:19, 28:20, 22:22, 29:22)
ჰიუსტონი: ჰარდენი (21 ქ.), ჰოვარდი (17 ქ. 26 მ.). პარსონსი (10 ქ.), ბევერლი (5 ქ.), აშიკი (4 ქ. 14 მ.); გარსია (19 ქ.), ლინი (16 ქ.), კასპი (4 ქ.), ბრუკსი.
შარლოტი: მაკრობერტსი (15 ქ.), ჯეფერსონი (13 ქ. 8 მ.), უოკერი (12 ქ.), ჰენდერსონი (11 ქ.), კიდ-გილკრისტი (7 ქ. 8 მ.); სეშნსი (14 ქ.), ტეილორი (5 ქ.), ბიიომბო (4 ქ.), ზელერი (2 ქ.), ედრიენი, ტოლივერი.
მინესოტა –
მინესოტა: ლავი (31 ქ. 17 მ.), მარტინი (23 ქ.), ბრიუერი (16 ქ.), რუბიო (13 ქ. 11 პ.), პეკოვიჩი (11 ქ. 7 პ.); ბარეა (11 ქ.), კანინგემი (10 ქ.), ტურიაფი (3 ქ.), შვედი (2 ქ.).
დალასი –
დალასი: ელისი (32 ქ. 8 პ.), ნოვიცკი (24 ქ.), მერიონი (12 ქ. 8 მ.), კალდერონი (5 ქ. 11 პ.), დალემბერტი (4 ქ. 9 მ.); კარტერი (21 ქ.), ბლეირი (9 ქ.), ელინგტონი (6 ქ.), კრაუდერი (3 ქ.), მეკელი (2 ქ.).
მემფისი: ალენი (15 ქ.), კონლი (14 ქ. 7 პ.), გასოლი (14 ქ. 9 მ.), პრინსი (9 ქ.), რენდოლფი (2 ქ. 7 მ.); პონდეკსტერი (13 ქ.), მილერი (11 ქ.), კუფოსი (7 ქ.), ბეილესი (5 ქ.), კალატესი (2 ქ.), ლეუერი (2 ქ.), დევისი.
იუტა –
იუტა: ფეივორსი (15 ქ. 9 მ.), კანტერი (14 ქ. 10 მ.), ჰეივორდი (12 ქ.), ჯეფერსონი (10 ქ.), ლუკასი (8 ქ.); ბერკსი (24 ქ. 6 პ.), ჰარისი (13 ქ.), გობერი (2 ქ. 7 მ.), ტინსლი.
საკრამენტო – დენვერი 90:88 (25:22, 23:23, 22:27, 20:16)
საკრამენტო: კაზინსი (30 ქ. 14 მ.), ვასკესი (17 ქ.), სელმონსი (9 ქ.), ტორნტონი (4 ქ.), პატერსონი (3 ქ.); ტომასი (16 ქ.), აუტლო (5 ქ.), მაკლემორი (4 ქ.), ტომპსონი (2 ქ.), ჰეიესი.
დენვერი: ლოუსონი (20 ქ. 8 პ.), ფოი (12 ქ.), ჰიკსონი (12 ქ. 9 მ. 4 დ.), მაკგი (4 ქ.), რენდოლფი (2 ქ.); მილერი (12 ქ.), მოზგოვი (10 ქ.), არტური (6 ქ.), ფურნიე (5 ქ.), ფარიდი (5 ქ.), რობინსონი.
ფინიქსი – პორტლენდი 104:91 (30:16, 20:30, 31:23, 23:22)
ფინიქსი: დრაგიჩი (26 ქ. 9 პ.), ბლედსოუ (22 ქ. 7 მ. 6 პ.), ტაკერი (18 ქ.), პლამლი (18 ქ. 15 მ.), ფრაი (7 ქ.); მორისი (6 ქ. 7 მ.), გრინი (5 ქ.), ლენი (2 ქ.), გუდვინი.
პორტლენდი: ლილარდი (32 ქ.), ოლდრიჯი (28 ქ.), მეტიუზი (9 ქ. 7 მ.), ბატუმი (7 ქ. 13 მ.), ლოპესი (3 ქ.); რობინსონი (4 ქ.), რაიტი (3 ქ.), ფრილენდი (3 ქ.), უილიამსი (2 ქ.).
გოლდენ სტეიტი – ლეიკერსი 125:94 (26:16, 33:24, 37:23, 29:31)
გოლდენ სტეიტი: ტომპსონი (38 ქ.), ლი (24 ქ. 8 მ.), კარი (10 ქ. 6 პ.), იგუდალა (7 ქ.), ბოგუტი (2 ქ. 8 მ.); დუგლასი (13 ქ.), ბეიზმორი (7 ქ.), გრინი (7 ქ. 7 მ.), სპეიტსი (7 ქ. 8 მ.), ო’ნილი (7 ქ.), კუზმიჩი (3 ქ.), ნედოვიჩი.
ლეიკერსი: მიკსი (14 ქ.), გასოლი (12 ქ. 7 მ.), ბლეიკი (10 ქ.), იანგი (10 ქ.), უილიამსი; ჰენრი (14 ქ.), ფარმარი (12 ქ.), ჯონსონი (11 ქ.), კამანი (11 ქ.), ჰილი (2 ქ. 7 მ.), საკრე, ჰარისი.