კალათბურთი

14:23 | 26.11.2013 | ნანახია 2054 - ჯერ

ფაჩულიამ 8 ქულა ჩააგდო, “მილუოკი” ზედიზედ მეცხრედ დამარცხდა

 

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” მიჯრით მე-9 მატჩი წააგო და 2008 წლის შედეგი გაიმეორა, ყველა დროის პირად ანტირეკორდამდე კი მაინც ბევრი უკლია: 1996 წელს მილუოკელებმა ზედიზედ 15 შეხვედრა დათმეს და ძალიან უნდა მოინდომონ, აღნიშნულს ახლა რომ გადააჭარბონ.

დეტროიტის “ობორნ ჰილში” გამართულ მატჩს 12 150 მაყურებელი დაესწრო და უკვე პირველი მეოთხედის შემდეგ მშვიდად იყო, რადგანაც “პისტონზი” 20 ქულის სხვაობით იგებდა. მასპინძლებმა საწყისი პერიოდის დასკვნითი წუთები 21:0 (!) მოიგეს და სტუმრები შოკში ჩააგდეს, საბოლოოდ კი, 113:94 იმარჯვეს.

ფაჩულია ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებული 17:25 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო და 8 ქულას 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ზაზას პასივში მხოლოდ 1 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი გახლდათ.

მილუოკელთაგან 10-ქულიან ზღვარს სამმა კალათბურთელმა გადააბიჯა. ესენი ჯონ ჰენსონი (15), გარი ნილი (14) და კრის მიდლტონი (14) იყვნენ, “დეტროიტს” კი ბრენდონ ჯენინგსმა ულიდერა, რომელმაც გასული 4 წელი სწორედ “ბაქსში” გაატარა, “პისტონზში” გადაბარგების შემდეგ კი, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველად ითამაშა და თავი 15 ქულას და 13 პასს მოუყარა.

ფაჩულიას კლუბს 2 მოგება და 11 მარცხი გააჩნია და როგორც ცენტრალურ დივიზიონში, ასევე მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილი უკავია. “ბაქსს” მომდევნო შეხვედრა 28 ნოემბრის დილას ელის, როდესაც “ვაშინგტონ უიზარდსს” უმასპინძლებს.

 

დეტროიტი – მილუოკი 113:94 (38:18, 27:16, 27:32, 21:28)

შარლოტი – ბოსტონი 86:96 (21:14, 17:33, 28:21, 20:28)

ინდიანა – მინესოტა 98:84 (28:24, 20:22, 25:22, 25:16)

მაიამი – ფინიქსი 107:92 (24:21, 26:26, 29:24, 28:21)

მემფისი – ჰიუსტონი 86:93 (24:20, 20:12, 19:23, 23:38)

დალასი – დენვერი 96:110 (27:32, 24:24, 26:29, 19:25)

სან ანტონიო – ნიუ ორლეანი 112:93 (27:24, 30:16, 34:25, 21:28)

იუტა – ჩიკაგო 89:93 ოტ. (23:18. 17:14, 24:24, 14:22, 11:5)

პორტლენდი – ნიუ იორკი 102:91 (34:18, 22:21, 25:30, 21:22)


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:53 | 28.11.2013
the mentalist (22583)

აი წაშინგტონი დამევასა ეგენი შევლენ ფლეიოფში,რა ითამაშეს Gუშინ ლეიკერსთან,საგოლ ნენე ილარიოს ა ვალს მაგრები იყვნენ რა

14:02 | 27.11.2013
michael_jordan (3195)

დღეს მეათედ წააგებენ რა პრობლემაა) ვაშინგტონი გაუხევს სახეს

20:07 | 27.11.2013
chelidze (5010)

მართლაც რომ გაუხია

10:45 | 27.11.2013
GOVEN (4940)

Muhammad Ali
მანდ კარგად თუ დააკვირდები შარშანდელზე მიწერია წელს არ მინახავს ლავის თამაში.

04:27 | 27.11.2013
Milos Raonic (560)

ინდიანა წელს საჩემპიონო გუნდია დაიამხსოვრეთ ყველამ კარგად ერთადერთი ვისაც შეუძლია მაიმის შეჩერება მხოლოდ ინდიანაა,შარშან დაუდო GAME-7,და წელს გაცილებით მოუმატეს მთელმა 5ეულმა და ამას დამატებული კიდევ ლუის სკოლა

04:12 | 27.11.2013
the mentalist (22583)

აუ მაგარი ფარჩაკია ეს მილვოკი გუშინ უყურე თამაშს და იმენა რას თამაშობს გუნდი ვერ მიხვდები,დაცვა ხო საერთოდ ნოლია

23:39 | 26.11.2013
Boston Celtic (30)

ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ ბოშს ვერც შევადაებ სმიტს ! სმიტი საუკეთესო მცველიაა ბევრად სწრაფიაა სამიანიც ააქვს მაგრამ ლავი სულ სხვა დონეა რის გრიფინი რა გრიფინი ლავი არის უმაგრესი ჯერ ჯარზე რა ძლიერიაა მეორეც რა სროლა აქვს ისე ამ ბოლო დროს გრიფინმა მოუმატა % უფრო ხშირად ისვრის რაც კარგია თორე მარტო მაგის დანქები არავის სჭირდება,სმიტი მართლაც დაუფასებელია უნდა გადასულიყო ბოსტონში ან ლეიკერსში უფრო დაფასდებოდა მართლაც ტეხავს დენგი როა ოლ სტარზე და სმიტი არაა, სტატისტიკითაა ნაკლები დენგზე თუ ჰაილაითებით ?

04:22 | 27.11.2013
Milos Raonic (560)

ბოშის ნაირად პერიმეტრიდან ვერცერთი ცენტრი ვერ ისვრის,ლავს და გირფინს რა პონტში ადარებ რა შუაშია ერთი მესამე ნომერზე დგას და მეორე მეორეზე,და ლოულ დენგის სტატისტიკებს გადახედე და თამაშს ერთ-ერთი საუკეთესო მესამე ნომერია,როგორც ვიცი შეინ ბატიეს შემცველად მოიაზრებს მააიამი,ჯოში მაგარია მარა არასწორ გადაწყვიტებებს იღებდა ყოველთვის გუდნების არჩევისას

04:12 | 27.11.2013
the mentalist (22583)

ჩემი აზროთ ბოში ბევრად ძლიერია ვიდრე სმიტი,3 კარგად ისვრის ბოშიც

23:03 | 26.11.2013
ბრიუს უენი (189)

stripslashes((strlen('http://ucnauri.com/222496/მინის-ყუთში-მოთავსებული/')>0?'http://ucnauri.com/222496/მინის-ყუთში-მოთავსებული/':'http://ucnauri.com/222496/მინის-ყუთში-მოთავსებული/')) ვაიმე
ნახეთ ეს მეშინია გველების მე

19:53 | 26.11.2013
tazo_kosta (704)

chikovansky91

ლავი მარტო სტატისტიკას არ დებს. რატო ამბობ ეგრე. ხან ისეთ პასებს ჩითავს ხოლმე რომ პირდაღებულს დაგტოვებს.უძლიერესი მომხსნელია. ეს მინესოტა მთლიანად ლავია. მაგის წყალობით აგდებს მარტინიც ამდენს. ლავი რამდენად მაგარი იგროკია გამოჩნდება მაშინ როცა დიდი ამბიციების მქონე გუნდში გადავა.

goven
ძაან ბევრი ვილაპარაკეთ სმიტზე უკვე. გეთანხმები პიარი ბევრს ნიშნავს. ვნახოთ დეტროიტს როგორ შეეწყებო და რას იზავს. ჯერ-ჯერობით კი შენც ხვდები ალბათ,რომ წელს სმიტი ვერ ანახებს ვარსკვლავის შესაფერის კალათბურთს.

ნოვიცკიმ გარნეტსაც გადაასწრო უკვე. მეთოთხმეტეა დირკი

04:13 | 27.11.2013
the mentalist (22583)

ლოვი მინდა ლაიკერსში,გაასწორებდა კობისთან და გასოლთან ერთად

20:14 | 26.11.2013
chikovansky91 (2776)

რუბიო აიზეა გახადეს ვაფშე : ))) არ მევასება ეს მინესოტა და რა ვქნა ვა

20:13 | 26.11.2013
chikovansky91 (2776)

კარგი მომხსნელია გეთანხმები , : ))) მაგრამ საშეინელი პროცეტით ისვრის )))
იგროკი რათქმაუნდა არის , მაგრამ გაპიარებულია ზედმეტად

22:17 | 26.11.2013
tazo_kosta (704)

ხო პროცენტი არცთუ კარგი აქვს მაგრამ ეგეც აიხსნება რაღაცებით. ვნახოთ ელეის უნდა გადაიყვანოს და რა იქნება.
თუ გახსოვს რუბიოს აქ ირვინგს რომ ადარებდნენ ეგ იყო ყველაზე სასაცილო.

04:15 | 27.11.2013
the mentalist (22583)

რუბიოს მე კალდერონი მირჩევნია ტიპი 3 მაგრად ისვრის და 2 ,რუბიო მარტო პასი და ერთ ორ ბურთს თუ აართმევს ისე კი ბრძოლობს მაგრამ სროლა უნდა გააუმჯობესოს და დახვეწოს

00:44 | 27.11.2013
chikovansky91 (2776)

რუბიოს ცინცაძე ჩახდის DDDDDD

17:02 | 26.11.2013
vaso8522 (1669)

ვინ მოიფიქრა საიტის დიზაინის შეცვლა მე იმის ..........., შემადგენლობა და ვის რა სტატისტიკა ქონდა, შარშანდელივით რო მაინც დაწეროთ თითები გეტკინებათ?

16:26 | 26.11.2013
chelidze (5010)

ამ მილოუკს მგონი არმიაც მოუგებს ისეთი სუსტი გუნდი გახდა

23:02 | 26.11.2013
ბრიუს უენი (189)

ე ეხა მთალად მასეც არა მარა თაშკენტის ფახთაქორი ბაზარი არაა (ჟიმნის აქცნტით)

04:23 | 27.11.2013
Milos Raonic (560)

ძაან დასუსტდა,ამას თან ემატება საუკეთესო კალაბურთელის ლარი სანდერსის არყოფნაც,კაროჩე შარშან კაი გუნდი იყო მონტა და ჯენინგსი მაგარი დუო იყო ძაან

15:44 | 26.11.2013
chikovansky91 (2776)

ფბ ზე ქართულ ნბას გვერდზე დადებენ სტატისტიკას ლავი 30 ქულა 15 მოხსნა
ვსიოოო მაგარიაააააააააააააააა

15:52 | 26.11.2013
GOVEN (4940)

წელს ვერ ვადევნებ ისე აქტიურად თვალს, მაგრამ შარშან მინესოტა ბევრად საკაიფოდ უბერავდა ლავს ტრავმა რომ ქონდა! რომ დაბრუნდა გაჩერდნენ! იმიტომ რომ ლავი ეგოისტურად ყუმარობს და ძაან ბევრს ესვრის!

აი მე ლიჩნად ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია დევიდ ლი! რომელიც მაგარი სტაბილურია და დიდ სამუშაოს აკეთებს გუნდისთვის! კარიზე ნაკლები დამსახურება არ აქვს გოლდენ სტეიტის წარმატებაში!

სმიტი იყო ერთპიროვნული ლიდერი შარშან წინ! ჰორფორდი დამტვრეული იყო ჯონსონი ვერ იყო თავის მატორზე! მაგრამ მაინც არ დაუფასდა! წელს აქვს შანსი რომ გახდეს ერთპიროვნული ლიდერი! იმიტომ რომ ჯენინგსი ღორია და ვერასდროს ვერ იქნება გუნდის ლიდერი! მონრო და დრამონდი ახალგაზრდები არიან! ვნახოთ!

04:25 | 27.11.2013
Milos Raonic (560)

რას თამაშობდა უკეთესად რეებს ლაპარაკობ ტოო ))ერთი თაამაში მაინც გაქ ნანაახი კევინ ლავისთან ერთად მინესოტასი და ლავის გარეშე,როგორც ცა და დედამიწა ისე განხავაბდება,უძლიერესია ლავი და მთავარი ფავორიტია MVP-ზე რა სტატისტიკას დებს ჯერ უძლირესია

15:37 | 26.11.2013
GOVEN (4940)

chikovansky91
მე არ მიმაჩნია ლავი საუკეთესო მოშნი ფორვარდად, პროსტა დღევანდელ სმიტს ჯობია და ვაღიარებ ამას!
სმიტს კაკ მინიმუმ 3 ოლსტარი მოპარეს! იმას რით ახსნი სმიტი რომ დავით გუნდებში ვერ ხვდება?! როცა ერთ-ერთი საუკეთესოა დაცვაში?!

15:42 | 26.11.2013
chikovansky91 (2776)

სამწუხაროდ სმიტი არასდროს ყოფილა გუნდის ერთპიროვნული ლიდერი )))
პრობლემა ამაშია ჩემი აზრით )))))
იგივე ბოში(ტორონტოში) და ლავი გუნდის ერთპიროვნული ლიდერები არიან და უფასდებათ შრომა

15:31 | 26.11.2013
chikovansky91 (2776)

goven
ბოში გამოგყავს მართლა მაცივრად: ))))
ბოშია 8 ჯერ ოლსტარი როა, სმიტს რო არ ღირსებია )))
ბოშია ტორონტოში 22 ქულას და 10 მოხსნას რო დებდა,სმიტს არც ეღირსება პადობნი სტატისტიკა : ))))
ბოში რო იყოს ბანძ გუნდში იგივე სტატისტიკას დადებდა ლავი რი
ბოშს ლავი სჯობს დღევანდელი თვალსაზრისით : ))) მაგრამ მთლიანობაში ბოში 2 თავით მაღლა დადგება კარიერული წარმატებებით ვიდრე ლავი, გრიფინი , სმიტი და მისნაირები )))
ლავი გახადეთ კეიჯი

როჟა 10 სამიანიდან 2ს აგდებს ))) ბოშმა რო ისროლოს ლავსავით კი ექნება 24 ქულა საშუალოდ

15:30 | 26.11.2013
jokua (3910)

1 მოხსნა ზედმეტად ცოტაა

15:08 | 26.11.2013
GOVEN (4940)

d.rose
მე არ ვამბობ სმიტი საუკეთესოათქო! და ლავიც ჯობია ვაღიარებ! მაგრამ აი ბოში ვერანაირად ვერ ჯობია!

აქ მთავარია არის კომერცია! სმიტი არ არის კომერციული სახე დამაგიტომ არის წარუმატებელი! ოლდრიჯი ან დევიდ ლი ნაკლებია გრიფინზე?! მაგრამ გრიფინი გაპიარებულია!

15:01 | 26.11.2013
mismine (1900)

ისეთ გუნდში მინდა გადასვლაო რომელიც პლეი ოფისთვის იბრძოლებსო, მგონი გამაზა

14:35 | 26.11.2013
GOVEN (4940)

ამ თემაშიც დავწერ ჩემს აზრს იქ აღარ მიაქცევთ ყურადღებას

tazo_kosta
კევინ ლავი მაგარია არ უნდა ბაზარი მაგას, მაგრამ საუკეთესო ნაღდად არ არის. ჩემი აზრით გუნდურ იგრას ვერ თამაშობს! ნუ შარშან ეგრე იყო ყოველშემთხვევაში.

რაც შეეხება დენგს, კიი კარგი კალათბურთელია ნამდვილად, მაგრამ სმიტს ვერ ჯობია და სმიტზე დაფასებული რომ არის ფაქტია!

ბლეიკ გრიფინი რით ჯობია სმიტს? აი უეჭველი ვიცი სმიტი რომ გაიჩითოს გრიფინის მაგივრად კლიპერსში უფრო მეტს იზამს! ის რომ მაგრად ტენის არაფერს ნიშნავს! დაცვაში ხო საერთოდ ახლოს ვერ მივა სმიტთან.

bidzina
ვილკინსის დროსაც ბალეშიკების პობლემა ქონდა ატლანტას!

chikovansky91
არასწორი ვთქვი რამე? ჰორფორდი მთელი სეზონი დამტვრეული იყო და ჯონსონმა თებერვალი-მარტი გამოტოვა ტრავმის გამო. სმიტი და ცვეტში ფაჩულია თამაშობდნენ მარტო!

მე არ ვამტკიცებ რომ სმიტი ყველაზე მაგარია, ან ლებრონას და კარმელოს ჯობიათქო, მაგრამ გრიფინზე და მაგათზე ნაკლები არ არის! შარშან არ უყურეთ ფლეიოფს? კი მოუგო პეისერსმა, მაგრამ ჯორჯი 6ვე თამაშში ამოკეტა!

აი კონკრეტულად ბოში რითი ჯობია სმიტს მითხარით რა! იქნებ მართლა ვცდები და დამაყენეთ გზაზე )

14:45 | 26.11.2013
D.rose (1898)

კევინ ლავი უფროა საუკეთესო ვიდრე სმიტი და გრიფინისაც შესანიშნავი სტარტია აქვს ამ სეზონში, უდავოა სმიტი ძალიან მაგარია მაგრამ პირველობამდე ბევრი უკლია და ვერც მივა ალბათ ვერასდროს )

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136718