კალათბურთი

11:31 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია სასტარტოში დაბრუნდა

"ატლანტას" მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ მოქმედ ჩემპიონ "მაიამისთან" დაპირისპირების წინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დიდხნიანი შესვენების შემდეგ სასტარტო ხუთეულში ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია დააბრუნა. ზაზამ პარკეტზე 24:40 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში საკუთარ გუნდს 4 ქულა (1-3 ორქულიანი, 2-2 საჯარიმო), 7 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 1 ჩაჭრა და 1 შედეგიანი პასი მოუტანა.
"ჰიტმა" შეხვედრა ძალიან მაღალ ტემპში დაიწყო და მარიო ჩელმერსის, ლებრონ ჯეიმსის და შეინ ბეტიეს ზუსტი ტყორცნების შემდეგ პირველი მეოთხედი 24:17 მოიგო. მეორე პერიოდში შედეგიანად ამუშავდა "ჰოუქსის" წინა ხაზი. ზაზა ფაჩულიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი მოხსნა, ჰორფორდმა მეტოქე საშუალო დისტანციიდან დაბომბა, ჯეფ ტიგმა და ჰარისმაც რიგ ეპიზოდებში კარგად ითამაშეს და "ატლანტამ" ჯერ დაქაჩა ჩამორჩენა, ხოლო მეოთხე მეოთხედის სტარტს სოლიდური 10 ქულიანი ჰანდიკაპითაც შეხვდა.
უკანასკნელი თორმეტწუთეული ლებრონ ჯეიმსმა და მისმა თანაგუნდელებმა შესანიშნავად ჩაატარეს. მათ ჯერ 13:0 გაქცევა მოუწყვეს მეტოქეს, წინ გავიდნენ ანგარიშში და დაიბრუნეს ფსიქოლოგიური უპირატესობა. "დიდი ტრიოს" კარგი გარჯის შედეგად მოქმედმა ჩემპიონმა ბოლო მეოთხედში "ატლანტას" 40 ქულა ჩაუგდო, საკუთარ კალათში მხოლოდ 19 მიიღო და მძიმე მატჩში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა 103:90.
"ბრუკლინ ნეთსი" ბოლო 2 დღის განმავლობაში ორჯერ ეთამაშა "მილუოკის" და საკუთარ აქტივში 2 გამარჯვებაც ჩაიწერა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მასპინძლის რანგში მყოფი "ბაქსის" კალათბურთელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიშში 15 ქულითაც  წინ გახლდნენ და თითქოს მათ გამარჯვებასაც აღარაფერი უნდა დამუქრებოდა, თუმცა, უკანასკნელ მეოთხედში "ნეთსმა" ძალიან მოუმატა, თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს მათმა სათადარიგო კალათბურთელებმა, რომელთაც "მილუოკის" მეორე ხუთეულის წევრებს უშუალო დაპირისპირება 47:24 მოუგეს. ბოლო წუთზე ჯერ სი ჯეი უოტსონმა ჩააგდო მნიშვნელოვანი ბურთი სამწამიანი ზონიდან, შემდეგ დერონ უილიამსმა გამოიყენა საჯარიმო ტყორცნები და ნიუ იორკულმა გუნდმა მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა სტუმრად  97:94. "ბრუკლინის" ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია ამჯერადაც სამატჩო 13 კაციანი განაცხადის მიღმა დარჩა.
კიდევ ერთი ბრწყინვალე შოუ დადგა "ჰიუსტონ როკეტსმა" საკუთარ თოყოტა ჩენტერ-ში. კევინ მაკჰეილის დამოძღვრილმა გუნდმა ჩემპიონობის ერთ ერთ პრეტენდენტ "ოკლაჰომას" უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი გახლდათ შეხვედრა საკმაოდ უხვქულიანი გამოდგა. "ოკლაჰომას" შემადგენლობაში ძალიან კარგად განმოიყურებოდა "სუპერდუეტი" რას უესტბრუკისა და კევინ დურანტის შემადგენლობით. რასმა შეხვედრა 28 ქულით, 10 მოხსნით და 8 შედეგიანი პასით დაასრულა, "დურანტულამ" კი სამმაგი დუბლი შეასრულა 16 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით "თანდერი" მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 7:10 წუთით ადრე 14 ქულიანი სხვაობით ძალიან დამაჯერებლად იგებდა მატჩს, თუმცა ამ დროს კიდევ ერთხელ აფეთქდა "წვერებიან კაცად" წოდებული ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც ყველანაირი დისტანციიდან (ერთხელ ცენტრიდანაც ჩააგდო) წარმატებით დაიწყო მეტოქის დაბომბვა. მან შეხვედრა 46 ქულით დახურა და პირადად მოუგო "ოკლაჰომას" ეს დაპირისპირება 122:119.  
"ლეიკერსმა" რამდენიმე დღის წინ "ბოსტონთან" განცდილი სამარცხვინო მარცხისთვის რევანში საკუთარ შტაპლეს ჩენტერ-ში აიღო. კალიფორნიულმა გუნდმა თავის მთავარ მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა და 14 ქულიანი სხვაობით 113:99 დაამარცხა. გუნდს ულიდერა წინა ხაზმა, დუაიტ ჰოვარდისა და ერლ კლარკის დუეტმა ჯამში მასპინძლებს  38 ქულა და 28 მოხსნა მოუტანა (12 მეტოქის ფარზე). სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი ფაქტორი დღევანდელ მატჩში. "ტბელებმა" პირველივე წუთებიდან ხელთ იგდეს უპირატესობა, 12-7 დაწინაურდნენ და ამის შემდეგ უკან აღარც მოუხედავთ. კობი ბრაიანტმა აქცენტი გუნდურ თამაშზე გააკეთა, რამაც გაამართლა კიდეც, შავი მამბას ანგარიშზე 7 შედეგიანი გადაცემა და 16 ქულა გახლდათ.
 
ტორონტო - მემფისი 82:88 (14:19, 18:24, 25:23, 25:22)
ტორონტო: ლოური (12), დეროზანი (7), ვალანჩუნასი (6), გეი (13), ჯონსონი (16); ბარნიანი, როსი (2), ფილდსი (3), ანდერსონი (19), ლუკასი (2), გრეი (2)
მემფისი: კონლი (17), ალენი (12), გასოლი (5), რენდოლფი (17+18მ), პრინსი (11); პოინდექსტერი (4), როტენი (3), ბეილისი (7), დევისი (4), არტური (8)

შარლოტი - დეტროიტი 99:105 (25:28, 31:27, 20:22, 23:28)
შარლოტი: ვოკერი (24), ჰენდერსონი (13),ბიიომბო, მულენსი (15), კიდ-გილკრისტი (11); სეშენსი (18),გორდონი (5),ტეილორი (3),ჰეივუდი (2), ადრიენი (8)
დეტროიტი: ნაითი (21), სინგლერი (8), მონრო (19), მაქსიელი (5), კალდერონი (17); სტაკი (12), კრავცოვი (6), იერებკო (2), ბაინამი (8), ვილიანუევა (7)

ინდიანა - ნიუ იორკი 125:91 (30:18, 44:26, 28:22, 23:25)
ინდიანა: ჰილი (10), სტივენსონი (14), ჰიბერტი (8), ვესტი (18), ჯორჯი (27); იანგი (7), ტ.ჰენსბრო (10), გრინი (3), მაინმი (2), ოგუსტინი (9), ჯონსონი (8), პენდერგრაფი (9)
ნიუ იორკი: კიდი, შამპერტი (4), ჩენდლერი (19+11მ), ენტონი (15), ფელტონი (12); პრიჟიონი (5), კოუპლენდი (13), სტადემაირი (7), სმიტი (5), ნოვაკი (11)

კლივლენდი - ნიუ ორლეანი 105:100 (20:20, 23:21, 25:28, 37:31)
კლივლენდი: ირვინგი (35), ვეიტერსი (16),ზელერი (10),  ტომფსონი (9), ჯი (10); მაილსი (11),ვოლტონი, სპეიტსი (4), ელინგტონი (8), ლივინგსტონი (2)
ნიუ ორლეანი; რივერსი (11), ვასკესი (13), ლოპესი (15), დევისი (12), ამინუ (4); ტომასი (), ანდერსონი (7),სმიტი (12), ანრი, რობერტსი (17),მასონი (9)

ატლანტა - მაიამი 90:103 (17:24, 32:21, 24:18, 17:40)
ატლანტა: ტიგი (9), ჰორფორდი (27), სმიტი (10), სტივენსონი (9), ფაჩულია (4); ჯენკინსი (3), ტოლივერი, ჰარისი (6), ჯონსონი (10), კორვერი (12)
მაიამი: ჩელმერსი (14), უეიდი (20), ბოში (6), ჯეიმსი (24+11პ), ჰასლემი (3); ალენი (15), კოული (4), მილერი, ენტონი, ბეტიე (17)

მილუოკი - ბრუკლინი 94:97 (29:21, 25:21, 22:26, 18:29)
მილუოკი: ჯენინგსი (31), ელისი (14), სანდერსი (12+13მ), მბა მოუტე (1), ილიასოვა (12); დანლივი (10), იუდო (5),უდრიჰი (4), დალამბერი (3), ჰენსონი (2)
ბრუკლინი: უილიამსი (23), ჯონსონი (8), ლოპესი (9), ევანსი (3), ვოლესი (7); ბლაჩი (12+12მ),ვოტსონი (17), ბოგანსი (6), ბრუქსი (7), ტელეტოვიჩი (2), ჰამფრიზი (3)

ჰიუსტონი - ოკლაჰომა 122:119 (36:29, 21:33, 30:30, 35:27)
ჰიუსტონი: ლინი (29), ჰარდენი (46), აშიკი (9),დელფინო (9),პარსონსი (17); სმიტი (8), ბევერლი, მოტეიუნასი (2), ანდერსონი (2)
ოკლაჰომა: უესტბრუკი (28+10მ+8პ), სეფალოშა (28), ტაბიტი (4), იბაკა (16+5დ), დურანტი (16+12მ+11პ); მარტინი (15), კოლისონი (4), ჯონსი (2), ჯექსონი (6)

მინესოტა  - ფილადელფია 94:87 (35:25, 21:16, 20:26, 18:20)
მინესოტა: რიდნური (8), პეკოვიჩი (27+18მ), კირილენკო(15), რუბიო (11), უილიამსი (17); კანინგემი (2), შვედი (6), ბარეა (6), ჟელაბალე (2)
ფილადელფია: ჰოლიდეი (16), ნ.იანგი (6),ალენი (8), ჰოუსი (9), თერნერი (17); პარგო (5), ვილკინსი (13), რაიტი (10), აივი (3), ბრაუნი

დალასი - ორლანდო 111:96 (42:30, 17:23, 24:29, 28:14)
დალასი: კოლისონი (9), მეიო (13), ჯეიმსი (6), მერიონი (17), ნოვიცკი (12); რაიტი (8),კარტერი (14), კრაუდერი (3), ბრენდი (17), მ. ჯეიმსი (12)
ორლანდო: ნელსონი (6), ნიკოლსონი (10), ჰარკლესი (20), ვუჩევიჩი (16+13მ), აფლალო (21); მური (5),ჯონსი (2), სმიტი (2), რედიკი (10), აიონი (4)

გოლდენ სტეიტი - ფინიქსი 108:98 (33:26, 24:23, 28:27, 23:22)
გოლდენ სტეიტი; კარი (20+11პ), ტომფსონი (28), ბოგატი (7), ლი (19+11მ), ბარნსი (3); ჯეკი (21), ბიედრინსი, ლენდრი (10), ეზელი, გრინი
ფინიქსი: დრაგიჩი (20+10პ), დადლი (15), გორტატი (8), სკოლა (14), ტაკერი (6); მორისი (6), ონილი (17), ჯონსონი (7), ბისლი (3), მარშალი (2)

ლეიკერსი - ბოსტონი 113:99 (36:27, 28:28, 26:21, 23:23)
ლეიკერსი: ნეში (14), ბრაიანტი (16), ჰოვარდი (24+12მ), კლარკი (14+16მ), ვორლდ ფისი (12); ჯეიმისონი (15), მიქსი (5), ბლეიკი (10), დუჰონი (3)
ბოსტონი: ბრედლი (6), ლი (20), გარნეტი (12), ბასი (6), პირსი (26); გრინი (15), კოლინსი, ტერი (10), უილიამსი (2), მელო (2), ვილკოქსი

 

დასავლეთ კონფერენცია

 

1. სან ანტონიო 55 43 12 5734:5274 0.782
2. ოკლაჰომა 54 39 15 5739:5278 0.722
3. კლიპერსი 56 39 17 5625:5247 0.696
4. მემფისი 53 35 18 4971:4773 0.660
5. დენვერი 55 34 21 5771:5571 0.618
6. გოლდენ სტეიტი 54 31 23 5460:5476 0.574
7. იუტა 55 31 24 5422:5427 0.564
8. ჰიუსტონი 56 30 26 5959:5800 0.536
9. ლეიკერსი 55 26 29 5601:5548 0.473
10. პორტლენდი 54 25 29 5221:5384 0.463
11. დალასი 53 24 29 5381:5439 0.453
12. მინესოტა 51 20 31 4850:4948 0.392
13. ნიუ ორლეანი 55 19 36 5174:5346 0.345
14. საკრამენტო 55 19 36 5331:5712 0.345
15. ფინიქსი 55 18 37 5217:5503 0.327

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

 

1. მაიამი 51 37 14 5264:4930 0.725
2. ნიუ-იორკი 51 32 19 5108:4911 0.627
3. ინდიანა 54 33 21 5044:4855 0.611
4. ბრუკლინი 55 33 22 5255:5222 0.600
5. ჩიკაგო 53 31 22 4937:4847 0.585
6. ატლანტა 52 29 23 5035:5008 0.558
7. ბოსტონი 54 28 26 5172:5191 0.519
8. მილუოკი 53 26 27 5175:5233 0.491
9. ფილადელფია 52 22 30 4794:4958 0.423
10. ტორონტო 55 22 33 5357:5426 0.400
11. დეტროიტი 56 22 34 5340:5439 0.393
12. კლივლენდი 54 17 37 5244:5467 0.315
13. ვაშინგტონი 52 15 37 4745:4952 0.288
14. ორლანდო 54 15 39 5076:5381 0.278
15. შარლოტი 54 13 41 5081:5537 0.241


 

თეგებიფაჩულია
0.113952