კალათბურთი

14:11 | 26.10.2013 | ნანახია 3581 - ჯერ

ფაჩულია სასტარტოში და ჩაშლილი მატჩი

ასეთი რამ ნბა-შიც ხდება... "ტორონტო რეპტორზისა" და "მილუოკი ბაქსის" მატჩი იმის გამო შეწყდა, რომ იატაკი არ იყო სათამაშოდ ვარგის მდგომარეობაში. შეხვედრის დასაწყისშივე რამდენიმე მოთამაშეს ფეხი დაუცურდა და წაიქცა, რის შემდეგაც მსაჯებმა მატჩი შეწყვიტეს, 20 წუთში კი გამოცხადდა, რომ შეხვედრა აღარ გაგრძელდებოდა. "მილუოკი" "ტორონტოს" 14:9 უგებდა.
არადა, ეს გახლდათ ორივე გუნდისთვის ბოლო საგამოფენო მატჩი. ნბა-ს სეზონი 1 ნოემბერს იწყება, გუნდები კი მზადების ბოლო ეტაპს გადიან. პირველად, რაც "მილუოკიში" გადავიდა, ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. წინა 2 შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა შესანიშნავად ითამაშა და ბევრად აჯობა სასტარტო ლარი სანდერსს. ფაჩულიამ მშვენივრად დაიწყო "ტორონტოსთან" მატჩი და მოედანზე გატარებულ 6 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა მოგროვებული. არც ერთ გუნდს ჯერ შეცვლაც არ ჰქონდა გაკეთებული, როცა თამაშის მე-7 წუთზე მატჩი შეწყდა და აღარ გაგრძელდა. მილუოკის "ჰარის ბრედლის" არენა მატჩის გასამართად მზად არ აღმოჩნდა.
ნბა-ს ჩემპიონატის პირველ მატჩს "მილუოკი" 1 ნოემბერს ბოსტონში, "სელტიქსთან" გამართავს.

www.gbf.ge

http://www.youtube.com/watch?v=pmXl314kPgY


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:32 | 29.10.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

აუუ ბედი არ გინდააა? ძალიან მაგრა დაიწყო ყველაფერი გამოსდიოდა და მაინც და მაინც მაგ დროს დაამთავრეხ ! @ ის უკუღმა ნასროლიც რა მაგარი იყოო !!

00:20 | 28.10.2013
TheGagenco (143)

ზაზა შენ და თოკიამ უნდა გაგვახაროთ !

12:04 | 27.10.2013
In vino veritas (2107)

ვისაც ქართველობის რცხვენია, ყველას გავარტყი გარდიგარდმო და სახელ ბიძინას შეეშვი შე უსახელო ნაბუშარო

11:43 | 27.10.2013
chikovansky91 (2776)

ჩემგანაც მინუსი ))))

10:18 | 27.10.2013
LAMA80 (1224)

აი ამის დაწერისთვის და თან აი აქ, თვითონაც იცი რომ ყველაზე სამარცხვინო არსება ხარ..

21:37 | 26.10.2013
Kala94 (6114)

საღოლ ზაზააა !!!

16:19 | 26.10.2013
addmilanistan1 (203)

toko rodis daiwyebs tamashs?

14:34 | 26.10.2013
torpedo1981 (255)

კალატბურტის ზლატანა ხარ რაა ზაზააა..........

14:34 | 26.10.2013
schalker (309)

no-look bucket
ბრავო ზაზა

0.141889