ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი მატჩი წააგო, ქართველი გულშემატკივარისთვის ყველაზე საინტერესო კი ის გახლდათ, რომ ქართველი ცენტრი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 31:52 წუთი გაატარა.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის სასტარტოში დაწინაურებას ხელი ლარი სანდერსის ტრავმამ შეუწყო, რომელსაც “ჰიუსტონ როკიტსთან” შეხვედრაში ჯეიმს ჰარდენის იდაყვი მოხვდა და თამაშს პირველივე მეოთხედში გამოეთიშა.
როგორც მილუოკელთა მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ განაცხადა, სანდერსს ღაწვის ძვალი აქვს გატეხილი და საქმეში დაბრუნებას მინიმუმ “ოლ სტარის” კვირეულამდე (“ყველა ვარსკვლავთა მატჩს” მომავალ უქმეებზე ნიუ ორლეანი უმასპინძლებს) ვერ შესძლებს, გამოჯანმრთელების ზუსტ ვადებზე საუბარი კი ნაადრევია.
ისიც სათქმელია, რომ გასულ შეხვედრაში ფაჩულიას კიდევ ერთი კონკურენტი ჯონ ჰენსონი ჩამოშორდა. ეს უკანასკნელი მძიმე ფორვარდი კი გახლავთ, თუმცა, ზაზას და სანდერსის ტრავმიანობის ჟამს, გუნდს ცენტრის პოზიციაზე ეხმარებოდა. “ბოსტონთან” მატჩის დასკვნით მეოთხედში ჰენსონმა სწორედ ქართველ კალათბურთელს ფეხი დააბიჯა და კოჭ-წვივის სახსარი დაიჭიმა. როდის მოიშუშებს ჯონი კოჭის ტრავმას, ჯერჯერობით უცნობია.
აქვე ვთქვათ, რომ გასულ მატჩში დრიუმ სხვადასხვა სახის დაზიანებების გამო, სანდერსის გარდა, ერსან ილიასოვა, ო ჯეი მაიო, ლუკ რიდნური, კერონ ბატლერი და კარლოს დელფინოც ვერ დაიხმარა. მოკლედ, “ბაქსის” ლაზარეთი ისევ ავსებულია და ისედაც ლიგის ფსკერზე მყოფ გუნდს, ეს დამატებით პრობლემებს უქმნის.
რაც შეეხება “სელტიქსთან” შეხვედრას, რომელშიც მილუოკელები შინაურ “ჰარის ბრედლი სენთერში” 86:102 დამარცხდნენ, მისი ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. მანამდე “ბაქსი” მხოლოდ 2 ქულის სხვაობით აგებდა, თუმცა, ბოლო თორმეტწუთეულში 18:32 განადგურდა და 9 გამარჯვების წილ სეზონში 42-ე (!) მარცხი განიცადა.
ფაჩულიამ, რომელსაც 10 თებერვალს 30 წელი შეუსრულდა, 8-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 8 ქულას ამდენივე მოხსნა (5 მეტოქის ფარზე), 4 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ გახლავთ. ქართველმა ცენტრმა 3 შეცდომა დაუშვა (3-ჯერ დაუფარეს) და 3 პერსონალური ფოლიც მიიღო.
საინტერესოა, რომ მასპინძლებს 19 დაკარგვის ფონზე მხოლოდ 17 შედეგიანი პასი ჰქონდათ (სტუმრებს, შესაბამისად, 15 და 25), რაზეც თამაშის შემდეგ, ზაზამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. “ჩვენ უფრო მეტი შეცდომა გვქონდა, ვიდრე – პასი. ასეთი სტატისტიკით მოგებაზე ფიქრი ძალიან ძნელია”.
მატჩის მიმდინარეობით უკმაყოფილო დარჩა დრიუც: “ბოსტონმა” წინა დღესაც ითამაშა და წესით, ჩვენზე ნაკლები ენერგია უნდა ჰქონოდა, თუმცა, პირიქით მოხდა. ბოლო მეოთხედში, როდესაც ტემპის მომატება გვმართებდა, მათ ყველაფერში გვაჯობეს”.
აქვე ვთქვათ, რომ “ბაქსის” რიგებში 10-ქულიან ზღვარს ბრენდონ ნაიტი (22), გარი ნილი (17) და ხსენებული ჰენსონი (16) გადასცილდნენ, ხოლო ბოსტონელთაგან ჯეფ გრინის და ჯარედ სალინჯერის გარჯას გამოვარჩევთ. “სელტიქსის” ფორვარდმა 29 ქულა ჩააგდო, ხოლო ცენტრი ორმაგ დუბლს გამორჩა – 13 ქულა, 10 მოხსნა.
13 თებერვლის დილას “მილუოკი” ისევ შინ “ნიუ ორლეანს პელიკანზს” დაუხვდება, 12-ში კი თორნიკე შენგელიას “ჩიკაგო ბულზი” ფაჩულიას ყოფილ კლუბ “ატლანტა ჰოუქსს” უმასპინძლებს.
მილუოკი – ბოსტონი 86:102 (24:26, 22:23, 22:21, 18:32)
მილუოკი: ნაიტი (25 ქ.), ჰენსონი (16 ქ.), მიდლტონი (8 ქ.), ფაჩულია (8 ქ. 8 მ.), უოლტერსი (7 ქ.); ნილი (17 ქ.), ანტეტოკოუნმპო (4 ქ.), რადულიცა (4 ქ.), იუდო.
ბოსტონი: გრინი (29 ქ.), პრესი (13 ქ. 6 პ.), სალინჯერი (13 ქ. 10 მ. 4 დ.), ბასი (12 ქ. 7 მ.), უოლესი (8 ქ.); ოლინიკი (14 ქ. 11 მ.), ჯონსონი (5 ქ.), ბეილესი (4 ქ. 6 პ.), ჰამფრისი (4 ქ.).
დენვერი: ჩენდლერი (17 ქ.), ჰიკსონი (12 ქ. 8 მ.), ფოი (9 ქ. 10 პ.), ფარიდი (8 ქ. 7 მ.), მილერი; ჰემილტონი (11 ქ.), მოზგოვი (9 ქ.), ფურნიე (8 ქ.), რენდოლფი (4 ქ.), არტური (2 ქ.).
ნიუ ორლეანი: დევისი (19 ქ. 7 მ.), რობერტსი (18 ქ.), გორდონი (10 ქ.), ამინუ (3 ქ.), აჟენკა (2 ქ.); ევანსი (23 ქ. 10 პ.), მოროუ (8 ქ.), რივერსი (7 ქ.), ბაბიტი (6 ქ.), უიტი (3 ქ.), სტიემსმა (2 ქ.).
დეტროიტი –
დეტროიტი: ჯენინგსი (21 ქ. 6 პ.), მონრო (15 ქ. 10 მ.), დრამონდი (14 ქ. 9 მ.), სმიტი (12 ქ.), სინგლერი (10 ქ.); სტაკი (20 ქ.), კოლდუელ-პოუპი (9 ქ.), ბაინემი (8 ქ.), იერებკო.
მინესოტა – ჰიუსტონი 89:107 (28:34, 30:33, 20:15, 11:25)
მინესოტა: ლავი (31 ქ. 10 მ.), ბადინგერი (15 ქ. 7 მ.), რუბიო (7 ქ. 7 მ.), ბრიუერი (5 ქ.), ტურიაფი (2 ქ. 10 მ.); შვედი (11 ქ.), მბა ა მუტე (10 ქ.), ბარეა (4 ქ. 6 პ.), ეი ჯეი პრაისი (2 ქ.), კანინგემი (2 ქ.), მუჰამადი, ჯენგი.
ჰიუსტონი: პარსონსი (20 ქ. 6 პ.), ჰარდენი (19 ქ.), ჰოვარდი (18 ქ. 15 მ.), ბევერლი (14 ქ.), ჯონსი (14 ქ.); მოტეიუნასი (9 ქ.), გარსია (6 ქ.), აშიკი (3 ქ.), ლინი (2 ქ. 7 პ.), კასპი (2 ქ.).
გოლდენ სტეიტი – ფილადელფია 123:80 (29:21, 37:12, 32:19, 25:28)
გოლდენ სტეიტი: კარი (23 ქ. 8 პ.), ლი (13 ქ. 13 მ.), იგუდალა (11 ქ. 7 მ. 6 პ.), გრინი (11 ქ. 11 მ. 4 დ.), ტომპსონი (6 ქ.); სპეიტსი (32 ქ. 8 მ.), ბარნსი (11 ქ.), ბეიზმორი (8 ქ.), ბრუკსი (5 ქ.), კროუფორდი (2 ქ.), კუზმიჩი (1 ქ.).
ფილადელფია: კარტერ-უილიამსი (24 ქ.), ტერნერი (12 ქ.), იანგი (12 ქ.), ჰოვსი (6 ქ.), ანდერსონი (2 ქ.); როტენი (9 ქ.), უილიამსი (7 ქ.), ალენი (4 ქ.), ბრაუნი (2 ქ.), მოულტრი (2 ქ.).
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | ინდიანა | 51 | 37 | 3 | 0 | 11 | 5051:4617 | 0.784 | |
2. | მაიამი | 49 | 33 | 2 | 2 | 12 | 5097:4843 | 0.714 | |
3. | ტორონტო | 51 | 26 | 1 | 3 | 21 | 5078:4954 | 0.529 | |
4. | ატლანტა | 49 | 22 | 3 | 1 | 23 | 5004:4941 | 0.510 | |
5. | ვაშინგტონი | 50 | 23 | 2 | 6 | 19 | 4964:4969 | 0.500 | |
6. | ჩიკაგო | 50 | 23 | 2 | 2 | 23 | 4606:4641 | 0.500 | |
7. | ბრუკლინი | 49 | 21 | 2 | 2 | 24 | 4778:4894 | 0.469 | |
8. | შარლოტი | 51 | 20 | 2 | 2 | 27 | 4817:4951 | 0.431 | |
9. | დეტროიტი | 51 | 22 | 0 | 3 | 26 | 5141:5241 | 0.431 | |
10. | ნიუ იორკი | 51 | 18 | 2 | 1 | 30 | 4959:5048 | 0.392 | |
11. | ბოსტონი | 53 | 18 | 1 | 0 | 34 | 5042:5220 | 0.358 | |
12. | კლივლენდი | 51 | 13 | 5 | 2 | 31 | 4922:5219 | 0.353 | |
13. | ორლანდო | 53 | 16 | 0 | 4 | 33 | 5102:5386 | 0.302 | |
14. | ფილადელფია | 53 | 11 | 4 | 1 | 37 | 5315:5856 | 0.283 | |
15. | მილუოკი | 51 | 8 | 1 | 5 | 37 | 4701:5192 | 0.176 |
დასავლეთ კონფერენცია
1. | ოკლაჰომა სიტი | 53 | 39 | 2 | 0 | 12 | 5569:5169 | 0.774 | |
2. | სან ანტონიო | 52 | 35 | 2 | 0 | 15 | 5397:5073 | 0.712 | |
3. | პორტლენდი | 51 | 33 | 3 | 1 | 14 | 5506:5278 | 0.706 | |
4. | კლიპერსი | 54 | 34 | 2 | 1 | 17 | 5763:5418 | 0.667 | |
5. | ჰიუსტონი | 52 | 34 | 1 | 1 | 16 | 5478:5262 | 0.673 | |
6. | ფინიქსი | 50 | 30 | 0 | 2 | 18 | 5254:5091 | 0.600 | |
7. | დალასი | 52 | 31 | 0 | 1 | 20 | 5439:5307 | 0.596 | |
8. | გოლდენ სტეიტი | 52 | 30 | 1 | 2 | 19 | 5379:5134 | 0.596 | |
9. | მემფისი | 50 | 25 | 2 | 2 | 21 | 4746:4743 | 0.540 | |
10. | დენვერი | 50 | 24 | 0 | 0 | 26 | 5165:5212 | 0.480 | |
11. | მინესოტა | 52 | 23 | 1 | 1 | 27 | 5474:5303 | 0.462 | |
12. | ნიუ ორლეანი | 51 | 20 | 2 | 0 | 29 | 5078:5164 | 0.431 | |
13. | კლიპერსი | 51 | 18 | 0 | 1 | 32 | 5143:5396 | 0.353 | |
14. | იუტა | 50 | 16 | 1 | 1 | 32 | 4704:5034 | 0.340 | |
15. | საკრამენტო | 51 | 15 | 2 | 2 | 32 | 5161:5277 | 0.333 |