კალათბურთი

1:21 | 10.12.2013 | ნანახია 1399 - ჯერ

ფაჩულია ოთხ კვირას გამოტოვებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების და “მილუოკი ბაქსის” ცენტრი ზაზა ფაჩულია ტრავმის გამო მინიმუმ ოთხ კვირას გამოტოვებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება მილუოკელთა გენერალურმა მენეჯერმა ჯონ ჰემონდმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ზაზამ მარჯვენა ფეხი 4 დეკემბერს “დეტროიტ პისტონზთან” მატჩში დაიშავა და მას შემდეგ 2 მატჩი გამოტოვა, ახლა კი, სიტუაცია უფრო დამძიმდა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ქართველი კალათბურთელის საშუალო მონაგარი 6.9 ქულა და 6.5 მოხსნაა.

ამერიკულ პრესაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში “ბაქსი” გაცვლის განხორციელებას ეცდება, რომლის მთავარი მიზანიც “ჰიუსტონ როკიტსიდან” თურქი ცენტრის ომერ აშიკის გადაბირება იქნება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:54 | 10.12.2013
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

ბეჭედი არა ფლავი ! ჯერ ერთი მოიგებენ თუ არა ესეც საკითხავია და მეორეც ჰიუსტონში ისეთ ღრმა ზამენაში დასვამენ რომ მაგას ისევ სუსტი გუნდი და მეტი სათამაშო დდრო ჯობს !

12:26 | 10.12.2013
გუგა80 (1551)

მერე ჩვენ რა "ვირის თავფეხი"? მე? როგორც საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს, ფაჩულიას სათამაშო დრო და პრაქტიკა უფრო მაინტერესებს ვიდრე მისი ბეჭედი.

11:44 | 10.12.2013
In vino veritas (2107)

ზაზა ჰიუსტონში სათადარიგო ცენტრად მშვენიერი ვარიანტია, შეიძლება ჰარდენმა და ჰოვარდმა ბეჭედიც მოაგებინონ

10:22 | 10.12.2013
bbbbbb (2031)

ტრეიდი თუ გააკეთეს ზაზას ან სანდერს უეჭველი ჩართავენ. ჰიუსტონსაც ენდომება სათადარიგო ცენტრი და არც ამათ ენდობათ 2 ცენტრი სკამზე

09:55 | 10.12.2013
giorgi200 (317)

შანდერსი ყავთ ძირითადი. იმასაც ტრავმა აქვს... აშიკი ცუდი ცენტრი არ არის, ზაზას გაუჭირდება 15 ცუთზე მეტის თამაში.

09:03 | 10.12.2013
cesare (843)

აი აშიკი თუგ ადმოვიდა მერე რა იქნება ზაზას გაუშვებენ თუ აშიკის ზამენად დასვავენ?

0.124173